Directory.Ge
ქართულიEnglishРусский
     
მთავარი გვერდი | ჩვენს შესახებ | პროექტის შესახებ | მომსახურება | კონტაქტი |
 
საქართველოში გავრცელებული 5 მცენარის სამკურნალო თვისებები და უკუჩვენებები - მათზე შესაძლოა, ჯერ არ გსმენიათ

ambebi.ge

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ფი­ტო­თე­რა­პია სხვა­დას­ხვა და­­ვა­დე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დია, რო­მე­ლიც უძ­ვე­ლე­სი ხალ­ხუ­რი მე­დი­ცი­ნის სა­ფუძ­ველ­ზე გაჩ­ნდა. ის მცე­ნა­რე­­ბი­სა და მათ­გან მი­ღე­ბუ­ლი წამ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას ეყ­რდნო­ბა. ამი­ტო­მაც ფი­ტო­თე­რა­პი­ასბა­ლა­ხე­ბით მკურ­ნა­ლო­ბა­საცუწო­დე­ბენ. ამ­დე­ნად, ფი­ტო­თე­რა­პია არატ­რა­დი­ცი­­ლი მე­დი­ცი­ნის ერთ-ერთი ნა­წი­ლია.

პრაქ­ტი­კუ­ლად არ არ­სე­ბობს მცე­ნა­რე, მისი გა­მო­ყე­ნე­ბა პრე­პა­რა­ტე­ბის მო­სამ­ზა­დებ­ლად არ შე­იძ­ლე­ბო­დეს (რო­გორც ცალ-ცალ­კე, ისე ერ­თობ­ლი­ვად, სხვებ­თან კომ­ბი­ნა­ცი­­ში).

გვინ­და რამ­დე­ნი­მე ძა­ლი­ან ცნო­ბილ მცე­ნა­რეს შე­ვე­ხოთ, რო­მელ­თა სამ­კურ­ნა­ლო თვი­სე­ბე­ბის შე­სა­ხებ ბევ­რი რამ ვი­ცით, თუმ­ცა ზო­გიც უც­ნო­ბია. ამას­თან, გა­ვიხ­სე­ნოთ მათი გარ­კვე­­ლი უკუჩ­ვე­ნე­ბე­ბიც.

·         მრა­ვალ­ძარ­ღვა

-0:08

მრა­ვალ­წლი­­ნი ბა­ლა­ხო­ვა­ნი მცე­ნა­რეა მრა­ვალ­ძარ­ღვი­სებრთა ოჯა­ხი­დან. გავ­რცე­ლე­ბუ­ლია მთელს სა­ქარ­თვე­ლო­ში გზის პი­რებ­ზე, ბი­ლი­კებ­ზე, ეზო­ებ­ში, ბა­ღებ­ში, სა­ძოვ­რებ­ზე, სა­ცხოვ­რებ­ლის ახ­ლოს, ტე­ნი­ან ნი­­და­გებ­ში. მთა­ში გვხვდე­ბა თით­ქმის 2500 -მდე ზღვის დო­ნი­დან.

ფოთ­ლე­ბის შეგ­რო­ვე­ბა მი­ზან­შე­წო­ნი­ლია მშრალ ამინ­დში. აშ­რო­ბენ ჩრდილ­ში, ფარ­დულ­ში, რო­მე­ლიც კარ­გად ნი­ავ­დე­ბა.

რო­გორც აპი და ფი­ტო­თე­რა­პევ­ტი მაკა ჭავ­ჭა­ნი­ძე გვე­უბ­ნე­ბამას სა­ფა­ღა­რა­თო, ან­თე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო, სის­ხლდე­ნის შე­მა­ჩე­რე­ბე­ლი, ჭრი­ლო­ბის შე­მა­ხორ­ცე­ბე­ლი ეფექ­ტი აქვს.

გა­მო­­ყე­ნე­ბა:და­ბა­ლი მჟა­ვი­­ნო­ბით მიმ­დი­ნა­რე გას­ტრი­ტის, ენ­ტე­რი­ტის, კო­ლი­ტის, წყლუ­ლო­ვა­ნი და­­ვა­დე­ბე­ბის დროს. ასე­ვე რო­გორც ამო­სახ­ვე­ლე­ბე­ლი, ბრონ­ქი­ტე­ბის, ყი­ვა­ნახ­ვე­ლას დროს.

მრა­ვალ­ძარ­ღვას სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ჩვე­ნე­ბა: გას­ტრი­ტი­სა და წყლუ­ლო­ვა­ნი და­­ვა­დე­ბე­ბის, მა­ღა­ლი მჟა­ვი­­ნო­ბი­სას არ გა­მო­­ყე­ნე­ბა.

·         პიტ­ნა

მრა­ვალ­წლო­ვა­ნი ბა­ლა­ხო­ვა­ნი მცე­ნა­რის გვა­რია ტუ­ჩო­სან­თა ოჯა­ხი­დან. 50-100 სმ სი­მაღ­ლის ფე­სუ­რი­­ნი მცე­ნა­რეა. გვა­რი მდი­და­რია სა­ხე­­ბე­ბით. სა­ქარ­თვე­ლო­ში ვე­ლუ­რად იზ­რდე­ბა მხო­ლოდ 4 სა­ხე­­ბა: ომ­ბა­ლო, მინ­დვ­რის პიტ­ნა, წყლის პიტ­ნა, ტყის პიტ­ნა. იზ­რდე­ბა მთის ქვე­და და შუა სარ­ტყლის ტე­ნი­ან მდე­ლო­ებ­ზე, ტყის პი­რებ­ზე, ბუჩ­ქნა­რებ­ში, მდი­ნა­რე­თა სა­ნა­პი­რო­ებ­ზე.

პიტ­ნის ფო­თო­ლი და ყვა­ვი­ლე­დი ეთე­რო­ვან ზეთს შე­­ცავს, რომ­ლის ძი­რი­თა­დი კომ­პო­ნენ­ტი მენ­თო­ლია. ფოთ­ლის­გან დამ­ზა­დე­ბულ ნა­ყენს იყე­ნე­ბენ მე­დი­ცი­ნა­ში. ფოთ­ლი­სა და მი­წის­ზე­და ნა­წი­ლე­ბი­სა­გან მი­­ღე­ბა პიტ­ნის ზეთი, რო­მელ­საც, რო­გორც არო­მა­ტულ ნივ­თი­­რე­ბას, პარ­ფი­­მე­რია-კოს­მე­ტი­კა­ში ხმა­რო­ბენ. კვე­ბის მრეწ­ვე­ლო­ბა­ში პიტ­ნის ზეთი და ფო­თო­ლი კარ­გი სა­ნე­ლე­ბე­ლია.

მაკა ჭავ­ჭა­ნი­ძე მის სამ­კურ­ნა­ლო მოქ­მე­დე­ბას ასე გან­მარ­ტავს: ახა­სი­­თებს და­მა­წყნა­რე­ბე­ლი, ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩე­ბე­ლი, ნაღ­ველმდე­ნი, ში­ნა­გა­ნი ორ­გა­ნო­­ბის გლუ­ვი კუნ­თე­ბის მო­მა­დუ­ნე­ბე­ლი და საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი ჯირ­კვლე­ბის სეკ­რე­ცი­ის გა­მაძ­ლი­­რე­ბე­ლი მოქ­მე­დე­ბა. ეს ეფექ­ტე­ბი გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია მას­ში შე­მა­ვა­ლი მენ­თო­ლით, რო­მე­ლიც იწ­ვევს გუ­ლის, ფილ­ტვი­სა და თა­ვის ტვი­ნის სის­ხლძარ­ღვე­ბის გა­ფარ­თო­­ბას.

გა­მო­­ყე­ნე­ბა: ნევ­რო­ზე­ბის, უძი­ლო­ბის, სტე­ნო­კარ­დი­ის, ნაღ­ვლის ბუშ­ტი­სა და ზედა სა­სუნ­თქი გზე­ბის ან­თე­ბის, კბი­ლის ტკი­ვი­ლი­სას.

სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ჩვე­ნე­ბა კი ასე­თია: არ­ტე­რი­­ლი ჰი­პერ­ტო­ნია. მა­ღალ დო­ზებ­ში შე­საძ­ლოა გუ­ლის ტკი­ვი­ლი გა­მო­იწ­ვი­ოს.

·         გვი­რი­ლა

რთულყვა­ვი­ლო­ვან­თა ოჯა­ხის რამ­დე­ნი­მე გვა­რის მცე­ნა­რე­თა კრე­ბი­თი სა­ხელ­წო­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში 24-მდე სა­ხე­­ბაა ცნო­ბი­ლი, მათ­გან 10 კავ­კა­სი­ის ენ­დე­მია, 3 - სა­ქარ­თვე­ლო­სი. იზ­რდე­ბა მთის ქვე­მო სარ­ტყლი­დან მო­კი­დე­ბუ­ლი ალ­პურ სარ­ტყლამ­დე, მდე­ლო­ებ­სა და მა­ღალ­ბა­ლა­ხე­ულ­ში, ტყის­პი­რებ­სა და ბუჩ­ქნა­რებ­ში, ტე­ნი­ან და და­ჭა­­ბე­ბულ ად­გი­ლებ­ში, ქვი­ან და კლდო­ვან კალ­თებ­ზე, ჩა­მო­ნაზ­ვა­ვებ­ზე.

გვი­რი­ლა ან­ტი­სეპ­ტი­კუ­რი, სის­ხლდე­ნის შე­მა­ჩე­რე­ბე­ლი, ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩე­ბე­ლი ეფექ­ტით გა­მო­ირ­ჩე­ვა, ამას­თან, ოფ­ლმდე­ნი, ნაღ­ველმდე­ნი, ან­ტი­­ლერ­გი­­ლი, და­მამ­შვი­დე­ბე­ლი, ან­თე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მცე­ნა­რეა.

გა­მო­ყე­ნე­ბა: ქრო­ნი­კუ­ლი გას­ტრი­ტის, ქო­ლე­ცის­ტი­ტის, ნაწ­ლა­ვე­ბის დისკნე­ზი­ის, მე­ტე­­რიზ­მის, უძი­ლო­ბის, შე­შუ­პე­ბის, ნევ­რო­ზი­სა და ნევ­რალ­გი­ის დროს.

ად­გი­ლობ­რი­ვად იყე­ნე­ბენ - ფუ­რუნ­კუ­ლის, დამ­წვრო­ბის, ან­გი­ნის, სტო­მა­ტი­ტის დრო­საც.

უკუჩ­ვე­ნე­ბა:პი­რებს, რო­მელ­თაც მიდ­რე­კი­ლე­ბა აქვთ ფა­ღა­რა­თის­კენ, გვი­რი­ლა სიფრ­თხი­ლით ენიშ­ნე­ბა.

·         კუ­ნე­ლი

კუ­ნე­ლი ეკ­ლი­­ნი ხე­­ბი­სა და ბუჩ­ქე­ბის გვა­რია ვარ­დი­სებრთა ოჯა­ხი­დან.

მო­­ცავს 200-მდე სა­ხე­­ბას, რო­მე­ლიც გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ჩრდი­ლო­ეთ ნა­ხე­ვარსფე­როს ზო­მი­ერ­სა და ნა­წი­ლობ­რივ სუბტ­რო­პი­კუ­ლი ჰა­ვის ზო­ნა­ში.

კავ­კა­სი­­ში ბუ­ნებ­რი­ვად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი 20-მდე სა­ხე­­ბი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში 9 იზ­რდე­ბა. მათ­გან კავ­კა­სი­­რი კუ­ნე­ლი და კოლ­ხუ­რი კუ­ნე­ლი ენ­დე­მე­ბია.

საკ­მა­ოდ ყინ­ვა­გამ­ძლე და სი­ნათ­ლის მოყ­ვა­რუ­ლი მცე­ნა­რეა და ცო­ცხლობს 200-300 წელს.

მოქ­მე­დე­ბა: კო­რო­ნა­ლუ­რი და თა­ვის ტვი­ნის სის­ხლძარ­ღვე­ბის გა­მა­ფარ­თო­ვე­ბე­ლი, ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის და­მამ­შვი­დე­ბე­ლი, გუ­ლი­სა და თა­ვის ტვი­ნის ჟანგბა­დით მო­მა­რა­გე­ბის გა­მაძ­ლი­­რე­ბე­ლი, ნივ­თი­­რე­ბა­თა ცვლის და ძი­ლის მო­მა­წეს­რი­გე­ბე­ლი, გუ­ლის რით­მის მა­ნორ­მა­ლი­ზე­ბე­ლი და სის­ხლში ქო­ლეს­ტე­რი­ნის შე­მამ­ცი­რე­ბე­ლია.

გა­მო­­ყე­ნე­ბა: სტე­ნო­კარ­დი­ის, ტვი­ნის სის­ხლძარ­ღვე­ბის შე­ვიწ­რო­­ბის, გუ­ლის რით­მის დარ­ღვე­ვის, უძი­ლო­ბის, კლი­მაქ­სის, ჰი­პერ­ტო­ნი­ის სა­წყი­სი სტა­დი­ის დროს.

სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ჩვე­ნე­ბაა: არ­ტე­რი­­ლი ჰი­პო­ტენ­ზია.

·         ცხე­ნის­წაბ­ლა

ხე­­ბის, იშ­ვი­­თად ბუჩ­ქე­ბის გვა­რია სა­პინ­დუ­სი­სებრთა ოჯა­ხი­დან. 15-მდე სა­ხე­­ბა იზ­რდე­ბა ევ­რო­პა­ში, აზი­­სა და ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კა­ში. უმე­ტე­სად გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ჩვე­­ლებ­რი­ვი ცხე­ნის­წაბ­ლა, რო­მე­ლიც ბა­ღებ­სა და პარ­კებ­ში გვხვდე­ბა. მისი სი­მაღ­ლე 30 მეტრს აღ­წევს, ღე­როს დი­­მეტ­რი 2 მეტ­რამ­დეა.

მოქ­მე­დე­ბა: მა­ტო­ნი­ზი­რე­ბე­ლია, სის­ხლდე­ნის შე­მა­ჩე­რე­ბე­ლი, ან­ტი­ბაქ­ტე­რი­­ლი, შარ­დმდე­ნი, ან­თე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო. მას­ში შე­მა­ვა­ლი ბი­­ლი­გი­­რად აქ­ტი­­რი ნივ­თი­­რე­ბე­ბი ამ­ცი­რებს სის­ხლძარ­ღვე­ბის, კა­პი­ლა­რე­ბის შეღ­წე­ვა­დო­ბას, აქ­ვე­­თებს სის­ხლის სიბ­ლან­ტეს, ზრდის მათ ტო­ნუსს, როცა დარ­ღვე­­ლია ვე­ნო­ზუ­რი გამ­ტა­რო­ბა.

გა­მო­ყე­ნე­ბა: ვე­ნე­ბის ვა­რი­კო­ზუ­ლი გა­გა­ნი­­რე­ბი­სას, ჰე­მო­რო­ის, მი­­ზი­ტე­ბის, ნევ­რალ­გი­ის, ათე­როსკლე­რო­ზი­სას.

სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ჩვე­ნე­ბა კი ასე­თია:ნედ­ლი ცხე­ნის­წაბ­ლას მი­ღე­ბა უარ­ყო­ფით გავ­ლე­ნას ახ­დენს საჭ­მლის მო­ნე­ლე­ბა­ზე, შე­იძ­ლე­ბა, გა­მო­იწ­ვი­ოს ტკი­ვი­ლი მუც­ლის არე­ში და შე­ბე­რი­ლო­ბა. 

  • ზეთის კურთხევა
  • 1989 წელი: უმაგრესი მსოფლიოს ჩემპიონატი ქართველი ძიუდოისტებისათვის - ორი ოქრო, თითო ვერცხლი და ბრინჯაო!
  • ნივთები, რომლებიც პანდემიასთნ ბრძოლის დროს სახლში აუცილებლად უნდა გქონდეთ
  • როგორ ვლინდება კორონავირუსის მსუბუქი ფორმა
  • კორონავირუსის საფრთხის გამო როგორ მოვიქცეთ ტრანსპორტით გადაადგილებისას
  • ცაცხვის ჩაი ვირუსს ამარცხებს - რა ვიცით ''ექიმი ხის'' სამკურნალო თვისებებზე
  • საქართველოში გავრცელებული 5 მცენარის სამკურნალო თვისებები და უკუჩვენებები - მათზე შესაძლოა, ჯერ არ გსმენიათ
  • როგორ გავრეცხოთ სწორად ''დუტის'' ქურთუკი - ეს ბევრმა არ იცის!
  • ხშირად გიბუჟდებათ ხელები? თითებში ჩხვლეტებს გრძნობთ? ფრთხილად, ეს სერიოზული დაავადებების სიმპტომებია.
  • ერთი მივიწყებული აფხაზური ვაზის ჯიშის ისტორია
  • ცრემლები ვერ შევიკავე: სახლებზე სპარსულთან ერთად, ქართული წარწერები იყო... - ფერეიდანში მოგზაურობის ემოციური ამბავი ქართველი გოგონასგან
  • 10 ყველაზე მისტიკური ადგილი დედამიწაზე - ამ ფოტოების თვალიერებისას იფიქრებთ, რომ სხვა პლანეტაზე აღმოჩნდით
  • ქვეყანა, სადაც არ არის არცერთი პოლიტიკური პარტია, კრიმინალის მაჩვენებელი კი ძალიან დაბალია
  • ლეგენდარული ქორწილები საქართველოს ისტორიაში - როგორი იყო ძველად საქორწილო სუფრა
  • რომელ კლასში რა წიგნი უნდა წაიკითხოს მოსწავლემ- მასწავლებელთა ასოციაციის რეკომენდაციები

  •  
      ქართულად  
    ძიება სხვა სისტემებში
    Google   Yahoo   Altavista   Yandex   Rambler  

      Copyright © 2003-2020 Directory.Ge Counter: 302

    TBILISI ORGANIZATION DIRECTORY, Georgia ORGANIZATION DIRECTORY,companies,Company,Guide organizations in Georgia in the Caucasus, Directory of Organizations, Tbilisi streets directory, map, streets, address, phone, navigation, organization,organizations, Tbilisi map, tbilisi streets map, travel, travel in Georgia, travel in Tbilisi, ორგანიზაციები,ორგანიზაცია ორგანიზაციების ცნობარი, კომპანიები,კომპანია თბილისის სატელეფონო ცნობარი ტურიზმი სასტუმრო ბანკი მედიცინა თბილისი საქართველო ТБИЛИСИ ОРГАНИЗАЦИЯ КАТАЛОГ, Тбилиси улицы каталог, карта, улицы, адрес, телефон, навигация, организации, организации, карта Тбилиси, Тбилиси карту улицы, поездки, путешествия в Грузию, поездки в Тбилиси, ԹԲԻԼԻՍԻ ԿԱԶՄԱԿԵՐՊՈՒԹՅՈՒՆ ՏԵՂԵԿԱՏՈՒ, Թբիլիսիի փողոցներում ուղեցույցում, քարտեզ, փողոցներ, հասցեն, հեռախոսը, նավարկություն, կազմակերպության, կազմակերպությունների, Թբիլիսի քարտեզ, Թբիլիսիի փողոցների քարտեզը, ճանապարհորդական, ճանապարհորդական Վրաստանում, ճանապարհորդական Թբիլիսիում, TBİLİSİ TƏŞKİLAT DIRECTORY, Tbilisi directory, xəritəsi, küçə, ünvanı, telefon, navigation, təşkilat, təşkilatlar, Tbilisi map, Tbilisi küçələrində xəritəsi, səyahət, Gürcüstan, Tbilisi səyahət səyahət, küçələr TİFLİS ORGANİZASYON DİZİN, Tiflis rehberi, harita, sokak, adres, telefon, navigasyon, organizasyon, organizasyonlar, Tiflis harita, tbilisi sokaklarında harita, seyahat, Gürcistan, Tiflis seyahat seyahat, sokaklarda TBILISI organizzazione delle directory, Tbilisi strade directory, mappa, strade, indirizzo, telefono, navigazione, organizzazione, organizzazioni, mappa Tbilisi, Tbilisi mappa strade, viaggiare, viaggiare in Georgia, il viaggio a Tbilisi, ТБІЛІСІ ОРГАНІЗАЦІЯ КАТАЛОГ, Тбілісі вулиці каталог, карта, вулиці, адреса, телефон, навігація, організації, організації, карта Тбілісі, Тбілісі карту вулиці, поїздки, подорожі до Грузії, поїздки до Тбілісі, TIFLIS ORGANISATION DIRECTORY, Tiflis Straßen-Verzeichnis, Karte, Straßen, Anschrift, Telefon, Navigation, Organisation, Organisationen, Tiflis Karte, Tiflis Straßen Landkarte, Reise, Reise in Georgien, in Tiflis reisen, Tbilissi organisation du répertoire, Tbilissi rues répertoire, carte, rue, adresse, téléphone, navigation, l'organisation, les organisations, la carte de Tbilissi, Tbilissi carte rues, Voyage, Voyage en Géorgie, Voyage à Tbilissi, トビリシの組織のディレクトリ、トビリシ通りディレクトリ、マップ、道路、住所、電話番号、ナビゲーション、組織、団体、トビリシ地図、トビリシ街マップ、旅行、ジョージア州旅行、トビリシでの旅行 ბათუმის ცნობარი, თბილისის ცნობარი, საქართველოს ცნობარი, ინტერნეტ მაღაზიების კატალოგი, თეატრალური აფიშა, კინო აფიშა, აფიშა, ვაკანსია, რეზუმე, job, სამუშაო, დასაქმება, ვაკანსიები