Directory.Ge
ქართულიEnglishРусский
     
მთავარი გვერდი | ჩვენს შესახებ | პროექტის შესახებ | მომსახურება | კონტაქტი |
 
სიკვდილს გადაარჩინა! - 10 საინტერესო ფაქტი ჯაბა კანკავას შესახებ

https://www.sportall.ge

ჯაბა კანკავა საქართველოს ნაკრების კაპიტანი და მისი შეუცვლელი ფიგურაა

ჯაბა კანკავამ ხანგრძლივი უთამაშებლობის შემდეგ, როგორც იქნა, იპოვა ახალი კლუბი - ყაზახური "ტობოლი", სადაც კიდევ ერთი ქართველი ნიკა კვეკვესკირი თამაშობს.

მიმდინარე დღეებში კანკავას პერსონის აქტუალურობიდან გამომდინარე, გთავაზობთ 10 ფაქტს ნაკრების საყრდენი ნახევარმცველის შესახებ.

10. ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" აღზრდილია. ის 2003 წელს დააწინაურეს მთავარ გუნდში და 2005 წელს ვლადიკავკაზის "ალანიაში" გადავიდა.

9. საკლუბო დონეზე ჯაბა კანკავას 257 მატჩი აქვს გამართული: 11 გოლი გატანილი, 9 საგოლე გადაცემა, 74 ყვითელი ბარათი და 6 წითელი ბარათი აქვს მიღებული.

8. ყველაზე წარმატებული პერიოდი კარიერაში ჯაბა კანკავას "დნიპროში" ჰქონდა, რომლის წევრიც 2007 წელს გახდა და 2015 წელს დატოვა. იმის მიუხედავად, რომ კლუბს გარკვეული პერიოდი "კრივბასში" ჰყავდა განათხოვრებული, მან დაბრუნება შეძლო და "დნიპროსთან" ერთად ევროპა ლიგის ფინალში ითამაშა.

7. საქართველოს ნაკრებში დებიუტი 2004 წელს ჰქონდა. მაშინ ჩვენმა ნაკრებმა ალბანეთი 2:0 დაამარცხა. ჯაბა კანკავა მატჩის 58- წუთზე მალხაზ ასათიანის ნაცვლად შევიდა.

6. ჯაბა კანკავას ნაკრებში 70 მატჩი აქვს ჩატარებული და 7 გოლი გატანილი. ასევე, თითქმის ყველა ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო. მას ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გოლი გერმანიის ნაკრების კარში აქვს გატანილი. მის ყუმბარისებურ დარტყმას ვერც გერმანიის მცველები დაუდგნენ და ვერც ნოიერი.

5. კანკავას ყველაზე მაღალი სატრანსფერო ფასი 2015 წელს ჰქონდა. მაშინ ეს თანხა 4 მილიონი ევრო იყო. ამავე წელს ის "რეიმსის" ფეხბურთელი გახდა. დღეს კანკავას სატრანსფერო ფასი 1 მილიონი ევროა, რაც ყველაზე მაღალია მის ამჟამინდელ კლუბ "ტობოლში".

4. კარიერის დასაწყისში თბილისის "დინამოში", სადაც მწვრთნელად ახალი დანიშნული იყო გიორგი გეგუჩაძე, კანკავა კლუბთან ერთად საქართველოს თასის მფლობელი გახდა. ასევე წარმატებით იასპარეზა ევროტურნირებზე. პრაღის "სლავიას" წინააღმდეგ მის მიერ გატანილმა გოლმა "დინამოს" შემდეგი ეტაპის საგზური მოუტანა, რომლის გავლის შემდეგაც საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი უეფას რანგით მეორე ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა.

3. როდესაც ჯაბას მის ყველაზე ნათელ მოგონებაზე ჰკითხეს, ასეთი პასუხი გასცა: "მან ჩემში ნამდვილი ფეხბურთელი აღზარდა. იმ ადამიანის დამსახურება, რომლის შესახებაც ახლა ვლაპარაკობ, ჩემთვის ფასდაუდებელია. რთულ ფინანსურ პირობებში ვიზრდებოდი და ეს ადამიანი ძალიან დამეხმარა. აბსოლუტურად ყველაფერში - მათ შორის, ფინანსურადაც. იყო დრო, როდესაც მის ბინაშიც კი ვცხოვრობდი. მაჭმევდა, ბუცებს ყიდულობდა და მავარჯიშებდა. ეს ადამიანი არასოდეს დამავიწყდება. მასთან ურთიერთობას არასოდეს შევწყვეტ და ყოველთვის დავეხმარები", - ჩაიწერეთ, ეს კაცი გურამ ჩომახიძეა.

2. საქართველო-გერმანიის მატჩის დროს ჯაბა კანკავასა და ბასტიან შვაინშტაიგერს შორის დაპირისპირება მოხდა. ამას ასე იხსენებს ნაკრების კაპიტანი: "გერმანელები საჯარიმოს დასარტყმელად ემზადებოდნენ და რომ არ "გამქცეოდა", შვაინშტაიგერს ხელით ვიჭერდი. ამაზე გაბრაზდა და ძალიან აგრესიულად იქცეოდა, ბოლოს კი თავითაც წამოვიდა ჩემკენ... თუმცა, ეს ფეხბურთია, სადაც ჩხუბი ბოლომდე არასდროს მიდის, მატჩის დასრულების შემდეგ "საქმის გარჩევა" კი მეტიჩრობად მიმაჩნია!"

1. 2014 წლის 30 მარტს, უკრაინის ჩემპიონატის შეხვედრაში "დნიპროსა" და კიევის "დინამოს" შორის, მაღალი ბურთისთვის ბრძოლაში მასპინძელთა მეკარემ კიეველთა კაპიტან ოლეგ გუსევს ტრავმა მიაყენა. სტუმართა ფეხბურთელმა გონება დაკარგა, თუმცა ახლოს მყოფმა ჯაბა კანკავამ გუსევს ენის "გადაყლაპვის" საშუალება არ მისცა და სიკვდილს გადაარჩინა.

შემთხვევიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ იმ კლინიკის მთავარი ექიმის კომენტარი გავრცელდა, სადაც დაშავებული გუსევი სტადიონიდან გადაიყვანეს. ექიმმა აღნიშნა, რომ კანკავას დახმარების გარეშე გუსევის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა.

  • თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის საათები იცვლება
  • „მაგთი“ ტარიფებს დროებით, 1 მარტამდე აღარ გაზრდის
  • National Geografic-მა საქართველო 2018 წელს მოსანახულებელი ქვეყნების სიაში შეიყვანა
  • რომელ კლასში რა წიგნი უნდა წაიკითხოს მოსწავლემ- მასწავლებელთა ასოციაციის რეკომენდაციები
  • ახლა "მოდაშია" ჩინოვნიკთა მანქანები შავი სალონით და რაც მთავარია, ვერცხლისფერი!
  • თუ ჩენ გამოვრიცხავთ მარადისობის პერსპექტივას, მაშინ ყველაფერი აზრს კარგავს - რაზე იქადაგა მეუფე შიომ ახალი წლის წინ
  • 5 ქვეყანა ევროპაში, სადაც ყველაზე დაბალი გადასახადებია
  • პოჭოჭიკი და ფოლხვა გასაგებ ენაზე - რა იქნება დაუშვებელი ტექ-დათვალიერების ამოქმედების შემდეგ
  • სიკვდილს გადაარჩინა! - 10 საინტერესო ფაქტი ჯაბა კანკავას შესახებ

  •  
      ქართულად  
    ძიება სხვა სისტემებში
    Google   Yahoo   Altavista   Yandex   Rambler  

      Copyright © 2003-2018 Directory.Ge Counter: 549

    TBILISI ORGANIZATION DIRECTORY, Georgia ORGANIZATION DIRECTORY,companies,Company,Guide organizations in Georgia in the Caucasus, Directory of Organizations, Tbilisi streets directory, map, streets, address, phone, navigation, organization,organizations, Tbilisi map, tbilisi streets map, travel, travel in Georgia, travel in Tbilisi, ორგანიზაციები,ორგანიზაცია ორგანიზაციების ცნობარი, კომპანიები,კომპანია თბილისის სატელეფონო ცნობარი ტურიზმი სასტუმრო ბანკი მედიცინა თბილისი საქართველო ТБИЛИСИ ОРГАНИЗАЦИЯ КАТАЛОГ, Тбилиси улицы каталог, карта, улицы, адрес, телефон, навигация, организации, организации, карта Тбилиси, Тбилиси карту улицы, поездки, путешествия в Грузию, поездки в Тбилиси, ԹԲԻԼԻՍԻ ԿԱԶՄԱԿԵՐՊՈՒԹՅՈՒՆ ՏԵՂԵԿԱՏՈՒ, Թբիլիսիի փողոցներում ուղեցույցում, քարտեզ, փողոցներ, հասցեն, հեռախոսը, նավարկություն, կազմակերպության, կազմակերպությունների, Թբիլիսի քարտեզ, Թբիլիսիի փողոցների քարտեզը, ճանապարհորդական, ճանապարհորդական Վրաստանում, ճանապարհորդական Թբիլիսիում, TBİLİSİ TƏŞKİLAT DIRECTORY, Tbilisi directory, xəritəsi, küçə, ünvanı, telefon, navigation, təşkilat, təşkilatlar, Tbilisi map, Tbilisi küçələrində xəritəsi, səyahət, Gürcüstan, Tbilisi səyahət səyahət, küçələr TİFLİS ORGANİZASYON DİZİN, Tiflis rehberi, harita, sokak, adres, telefon, navigasyon, organizasyon, organizasyonlar, Tiflis harita, tbilisi sokaklarında harita, seyahat, Gürcistan, Tiflis seyahat seyahat, sokaklarda TBILISI organizzazione delle directory, Tbilisi strade directory, mappa, strade, indirizzo, telefono, navigazione, organizzazione, organizzazioni, mappa Tbilisi, Tbilisi mappa strade, viaggiare, viaggiare in Georgia, il viaggio a Tbilisi, ТБІЛІСІ ОРГАНІЗАЦІЯ КАТАЛОГ, Тбілісі вулиці каталог, карта, вулиці, адреса, телефон, навігація, організації, організації, карта Тбілісі, Тбілісі карту вулиці, поїздки, подорожі до Грузії, поїздки до Тбілісі, TIFLIS ORGANISATION DIRECTORY, Tiflis Straßen-Verzeichnis, Karte, Straßen, Anschrift, Telefon, Navigation, Organisation, Organisationen, Tiflis Karte, Tiflis Straßen Landkarte, Reise, Reise in Georgien, in Tiflis reisen, Tbilissi organisation du répertoire, Tbilissi rues répertoire, carte, rue, adresse, téléphone, navigation, l'organisation, les organisations, la carte de Tbilissi, Tbilissi carte rues, Voyage, Voyage en Géorgie, Voyage à Tbilissi, トビリシの組織のディレクトリ、トビリシ通りディレクトリ、マップ、道路、住所、電話番号、ナビゲーション、組織、団体、トビリシ地図、トビリシ街マップ、旅行、ジョージア州旅行、トビリシでの旅行 ბათუმის ცნობარი, თბილისის ცნობარი, საქართველოს ცნობარი, ინტერნეტ მაღაზიების კატალოგი, თეატრალური აფიშა, კინო აფიშა, აფიშა,