Directory.Ge
ქართულიEnglishРусский
           
მთავარი გვერდი | ჩვენს შესახებ | პროექტის შესახებ | მომსახურება | კონტაქტი |
 
როგორ უნდა განასხვავოთ ნაღების კარაქი მცენარეულისგან - ჩაინიშნეთ ეს წესები

ambebi.ge

 

დილა კარაქიანი პურით, ბავშვებისთვის საყვარელი საუზმეა, თუმცა საზოგადოება უკვე დიდი ხანია მსჯელობს იმაზე, უსაფრთხოა თუ არა დღეს ბაზარზე წარმოდგენილი ეს პროდუქტი.

რომელი კარაქი, სპერდი ან მარგარინი აკმაყოფილებს მოთხოვნებს? როგორ უნდა განვასხვავოთ ნაღების კარაქი ფალსიფიცირებულისგან? - "პალიტრანიუსის" გადაცემა "არ ცოდნა აკრძალულია" გასწავლით, როგორ შეიძინოთ ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო პროდუქტი.

კარაქი მდიდარია ცხიმებით, მაგრამ ამას გარდა, მასში არის დაახლოებით 20-მდე შეუცველელი ამინომჟავა, მასში არის სელენი, B ჯგუფის ვიტამინები. მაგრამ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ კარაქი არის მაღალკალორიული პროდუქტი, ამიტომ ვისაც აქვთ ჭარბი წონა, შაქრიანი დიაბეტი, ან კუჭნაწლავის პრობლემები, მათთვის 25-50 გრამამდე კარაქის მიღებაა რეკომენდებული, ისიც დღის პირველ ნახევარში და არა დღის მეორე ნახევარში.

ნამდვილი ნაღების კარაქი 82 პროცენტიანია, ის ნატურალური რძისგან შედგება და მასში არ უნდა იყოს დამატებული არაფერი გარდა მარილისა. 

სპრედი წარმოადგენს ცხოველური და მცენარეული ცხიმების ნარევს, მას ნაკლები პროცენტულობით აქვს ცხიმი, თუმცა ხშირ შემთხვევაში გაჯერებულია საღებავებით, გემოს გამაძლიერებლებით და არომატიზატორებით. თუ მაღაზიაში კარაქს ეტიკეტზე აწერია 60-50% ცხიმის შემცველობა, ასეთი პროდუქტი სპრედია და არა კარაქი. ასევე სპრედი შეიძლება იყოს 72 პროცენტიანიც.

მარგარინი არის მცენარეული ცხიმების ერთობლიობა, რომელსაც გადამუშავებისას უტარდება ჰიდროგენიზაცია, რის შედეგად თხევადი ზეთი გარდაიქმნება მყარ მასად და წარმოიქმნება ტრანსცხიმები. ტრანსცხიმები ძალიან საშიში პროდუქტია, რადგან ისინი იწვევენ ოქსიტაციური სტრესის წარმოქმნას ორგანიზმში, ამის შედეგად ზიანდება როგორც გულსისხლძარღვთა სისტემა, იწყება ათეროსკლეროზული ცვლილებები, რაც შემდგომში შეიძლება დასაბამი გახდეს ინსულტის, ინფარქტის, ათეროსკლეროზული პროცესების.

როგორ უნდა გავარჩიოთ მცენარეული კარაქი ნაღების კარაქისგან?
პირველ რიგში გაითვალისწინეთ ფერი - ნამდვილი კარაქი არ უნდა იყოს არც თეთრი და არც მუქი ყვითელი, ნატურალური ნაღების კარაქი ძალიან ღია ყვითელია, ის უნდა იყოს ერთი ფერის, თუ კარაქის გარსი უფრო მუქია, ვიდრე გული, ესე იგი ის არასწორად ინახებოდა და ნუ შეიძენთ ასეთ პროდუქტს. გარდა ამისა, ნამდვილი ნაღების კარაქი, რომელსაც არანაირი დანამატი არ აქვს, არ შეინახება 35 დღეზე მეტს, ამიტომ აუცილებლად წაიკითხეთ შეფუთვაზე ვადა, თუ კარაქს 35 დღეზე მეტი ვადა აქვს, შეიძლება ნატურალურია, თუმცა მასში კონსერვანტებია დამატებული. 

შეეცადეთ ბრენდირებული კარაქი იყიდოთ, რადგან ასეთი კარაქის ფალსიფიკაციის შემთხვევები იშვიათია, თუმცა განსხვავებული მდგომარეობაა დაფასოებული, ანუ ასაწონი კარაქის შემთხვევაში. გარდა ამისა, კარაქს არ უყვარს სინათლე, ასაწონი კარაქი კი ხშირ შემთხვევაში გამჭვირვალე შეფუთვაშია, რაც კიდევ ერთი მიზეზია იმისა, რომ ასაწონი კარაქი არ იყიდოთ. ასეთ კარაქზე მითითებული ვადაც არასანდოა. 
უმარტივესი ექსპერიმენტები, რომლებიც დაგეხმარებათ სახლის პირობებში გაარკვიოთ, ხომ არ შემოგაპარეს ნაღების კარაქის ნაცვლად, მცენარეული კარაქი:
  • 2-3 საათით მოათავსეთ კარაქი საყინულეში, შემდეგ გამოიღეთ და გაჭერით ის დანით, თუ პროდუქტი მარტივად გაიჭრა, მასში მცენარეული დანამატებია. ნატურალური კარაქი კარგად იყინება და მას ადვილად ვერ გაჭრით, გაჭრისას ის შეიძლება დაიბზაროს კიდეც, ეს კარგის მაჩვენებელია.
  • მოათავსეთ კარაქის ნაჭერი საყინულეში 10 წუთით, შემდეგ ეს ნაჭერი დადეთ ოთახის ტემპერატურაზე, თუ მასზე წყლის წვეთები შეამჩნიეთ, ესე იგი მასში მცენარეული ცხიმებია.
  • ყველაზე ეფექტური ექსპერიმენტი მცენარეული კარაქისა და ნაღების კარაქის განსხვავებისთვის ცხელი წყლით კეთდება. ჩააგდეთ ნატურალური კარაქის პატარა ნაჭერი მდუღარე წყალში - ის დნება მარტივად, წყალი თეთრად გაფერადდება, ცხიმი კი წყლის ზედაპირზე აღმოჩნდება. მცენარეული კარაქი რთულად იხსნება წყალში, ის არ აძლევს წყალს თეთრ შეფერილობას და მხოლოდ ზედაპირზე, მუქი ფერის ცხიმი ტივტივდება.
  • კიდევ ერთი განმასხვავებელი ფოლგაში შეფუთულ მცენარეულ კარაქსა და ნაღების კარაქს შორის - გახსენით კარაქი, თუ შეფუთვაზე ბევრი კარაქია მიწებებული, ასეთი კარაქი მცენარეულია, რადგან მაღალცხიმიანი ნაღების კარაქი ფოლგას არ მიეწებება.
  • გარდა ამისა, გახურებულ ტაფაზე ნაღების კარაქი უნდა დნებოდეს თანაბრად და არ გამოყოფდეს ცალკე წყალს, შესაძლებელია ის აქაფდეს, თუმცა არ უნდა აშხეფდეს.

 

  • გაიცანით ქართველი გოგონა, რომელიც მსოფლიოს უდიდესი ნავთობკორპორაციის ფინანსური ანალიტიკოსია
  • რას გულისხმობს დიფერენცირებული პაკეტები, რომლებიც 1-ელი მაისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ამოქმედდება
  • როგორ უნდა განასხვავოთ ნაღების კარაქი მცენარეულისგან - ჩაინიშნეთ ეს წესები
  • დავით აღმაშენებელი ყველა დროის 10 საუკეთესო სამხედრო გენერალს შორის
  • 40-მილიონიანი ბიუჯეტის მქონე დანგრეული ტელევიზია - ფოტოები 'საზოგადოებრივი მაუწყებლიდან'
  • ევროპა გველოდება! - 30 ქვეყანა, სადაც ქართველები უვიზოდ წასვლას შეძლებენ
  • ბოლო დროის 10 ყველაზე მასშტაბური და ტრაგიკულად დასრულებული ხანძარი საქართველოში
  • საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული
  • მარტოხელა მოგზაურთა წარმოუდგენელი რეკორდები და ქართველი, რომელიც პლანეტის ყველაზე თავზეხელაღებულ მოლაშქრეთა შორის მოხვდა
  • ვინ არის მსოფლიოს ყველაზე "თავქარიანი" მილიონერი, რომელსაც ქართველები საქართველოში ქარხნის გახსნას თხოვენ - Tesla Motors-ის პროექტები
  • ყველაზე უხმაურო ავტომობილები - AUTO BILD-ის TOP 10
  • ჯიმი ტაბიძე: 'ურალის' მწვრთნელმა მითხრა, ახლავე ჩამოდი, ეს ორი დღეც არ დავკარგოთო
  • კიდევ ერთი რევოლუციური სატვირთო: წყალბად-ელექტრული გიგანტი 1000 ცხენით
  • ფიბა-მ ევრობასკეტი 2017-ის მატჩების დრო დანიშნა

  •  
      ქართულად  
    ძიება სხვა სისტემებში
    Google   Yahoo   Altavista   Yandex   Rambler  

      Copyright © 2003-2017 Directory.Ge Counter: 6146

    TBILISI ORGANIZATION DIRECTORY, Georgia ORGANIZATION DIRECTORY,companies,Company,Guide organizations in Georgia in the Caucasus, Directory of Organizations, Tbilisi streets directory, map, streets, address, phone, navigation, organization,organizations, Tbilisi map, tbilisi streets map, travel, travel in Georgia, travel in Tbilisi, ორგანიზაციები,ორგანიზაცია ორგანიზაციების ცნობარი, კომპანიები,კომპანია თბილისის სატელეფონო ცნობარი ტურიზმი სასტუმრო ბანკი მედიცინა თბილისი საქართველო ТБИЛИСИ ОРГАНИЗАЦИЯ КАТАЛОГ, Тбилиси улицы каталог, карта, улицы, адрес, телефон, навигация, организации, организации, карта Тбилиси, Тбилиси карту улицы, поездки, путешествия в Грузию, поездки в Тбилиси, ԹԲԻԼԻՍԻ ԿԱԶՄԱԿԵՐՊՈՒԹՅՈՒՆ ՏԵՂԵԿԱՏՈՒ, Թբիլիսիի փողոցներում ուղեցույցում, քարտեզ, փողոցներ, հասցեն, հեռախոսը, նավարկություն, կազմակերպության, կազմակերպությունների, Թբիլիսի քարտեզ, Թբիլիսիի փողոցների քարտեզը, ճանապարհորդական, ճանապարհորդական Վրաստանում, ճանապարհորդական Թբիլիսիում, TBİLİSİ TƏŞKİLAT DIRECTORY, Tbilisi directory, xəritəsi, küçə, ünvanı, telefon, navigation, təşkilat, təşkilatlar, Tbilisi map, Tbilisi küçələrində xəritəsi, səyahət, Gürcüstan, Tbilisi səyahət səyahət, küçələr TİFLİS ORGANİZASYON DİZİN, Tiflis rehberi, harita, sokak, adres, telefon, navigasyon, organizasyon, organizasyonlar, Tiflis harita, tbilisi sokaklarında harita, seyahat, Gürcistan, Tiflis seyahat seyahat, sokaklarda TBILISI organizzazione delle directory, Tbilisi strade directory, mappa, strade, indirizzo, telefono, navigazione, organizzazione, organizzazioni, mappa Tbilisi, Tbilisi mappa strade, viaggiare, viaggiare in Georgia, il viaggio a Tbilisi, ТБІЛІСІ ОРГАНІЗАЦІЯ КАТАЛОГ, Тбілісі вулиці каталог, карта, вулиці, адреса, телефон, навігація, організації, організації, карта Тбілісі, Тбілісі карту вулиці, поїздки, подорожі до Грузії, поїздки до Тбілісі, TIFLIS ORGANISATION DIRECTORY, Tiflis Straßen-Verzeichnis, Karte, Straßen, Anschrift, Telefon, Navigation, Organisation, Organisationen, Tiflis Karte, Tiflis Straßen Landkarte, Reise, Reise in Georgien, in Tiflis reisen, Tbilissi organisation du répertoire, Tbilissi rues répertoire, carte, rue, adresse, téléphone, navigation, l'organisation, les organisations, la carte de Tbilissi, Tbilissi carte rues, Voyage, Voyage en Géorgie, Voyage à Tbilissi, トビリシの組織のディレクトリ、トビリシ通りディレクトリ、マップ、道路、住所、電話番号、ナビゲーション、組織、団体、トビリシ地図、トビリシ街マップ、旅行、ジョージア州旅行、トビリシでの旅行 ბათუმის ცნობარი თბილისის ცნობარი საქართველოს ცნობარი ინტერნეტ მაღაზიების კატალოგი