Directory.Ge
ქართულიEnglishРусский
           
მთავარი გვერდი | ჩვენს შესახებ | პროექტის შესახებ | მომსახურება | კონტაქტი |
 
მარტოხელა მოგზაურთა წარმოუდგენელი რეკორდები და ქართველი, რომელიც პლანეტის ყველაზე თავზეხელაღებულ მოლაშქრეთა შორის მოხვდა

ambebi.ge

მარტოხელა მოგზაურთა წარმოუდგენელი რეკორდები და ქართველი, რომელიც პლანეტის ყველაზე თავზეხელაღებულ მოლაშქრეთა შორის მოხვდა
ბევრის აზრით, თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში მოგზაურობამ აზრი დაკარგა. დრო, როდესაც მსოფლიო რუკა "თეთრი ლაქებით" იყო აჭრელებული, წარსულს ჩაბარდა. მიუხედავად ამისა, მსოფლიოს მასშტაბით არაერთი თავზეხელაღებული მოგზაური მოიძებნება, რომელიც საკუთარი თავისა და მსოფლიოსთვის ადამიანის შეუზღუდავი შესაძლებლობების დასამტკიცებლად, პლანეტის დასალაშქრად მარტო მიეშურება.

ფიოდორ კონიუხოვი

65 წლის მარტოხელა მოგზაური პირველი რუსია, რომელმაც ჩრდილო და სამხრეთ პოლუსები დალაშქრა და პირველი ადამიანია დედამიწაზე, რომელმაც ხუთივე პოლუსი მოიარა. პირველ ორთან ერთად მან - ჰორნის კონცხი (იახტსმენების პოლუსი), ევერესტი (სიმაღლის პოლუსი ალპინისტებისთვის) და ანტარქტიდაში მდებარე მიუდგომლობის პოლუსი დაიპყრო. დედამიწის გარშემო იახტით კონიუხოვმა ოთხჯერ იმოგზაურა. 2016 წლის 12 ივლისს, ერთწლიანი მომზადების შემდეგ, საჰაერო ბურთით დედამიწის გარშემო მოგზაურობაში გაემგზავრა. 11 დღის 4 საათის და 20 წუთის შემდეგ ის ავსტრალიაში წარმატებით დაეშვა და საჰაერო ბურთით დედამიწის გარშემო მოგზაურობაში ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.



ბეარ გრილსი

სახელგანთხმული ბრიტანელი დიპლომატების შვილმა განათლება ლონდონის ყველაზე პრესტიჟულ უნივერსისტეტში მიიღო. ექსტრემალურ პირობებში გადარჩენის მეთოდებს ბეარ გრილსი ჯარში დაეუფლა, სადაც პარაშუტით ხტომა და ალპინიზმი აითვისა. მიღებული ცოდნა მას ევერესტის დაპყრობაში დაეხმარა. 2000 წელს მან, ქველმოქმედების მიზნით, ნავით ბრიტანეთის კუნძულების გარშემო იმოგზაურა. სამი წლის შემდეგ კი მარტომ, რეზინის გასაბერი ნავით ჩრდილო ატლანტიკა გადაცურა. მის მიღწევებში ასევე ანხელის ჩანჩქერის თავზე მოტოპარაპლანით გადაფრენა და 7600 მ-ის სიმაღლეზე საჰაერო ბურთზე გამართულ ოფიციალურ სადილში მონაწილეობა შედის. ბეარ გრილსის თითქმის ყველა ექსპედიცია და მოგზაურობა საქველმოქმედო ხასიათისა იყო.



ები სანდერლენდი

დედამიწის გარშემო სამოგზაუროდ ის 16 წლის ასაკში გაეშურა. პირველი წარუმატებლობის შემდეგ, მან ფარ-ხმალი არ დაყარა და მსოფლიო ოკეანის დასაპყრობად ხელმეორედ 2010 წლის 6 თებერვალს გაემგზავრა. ავსტრალიასა და აფრიკას შორის ყოფნისას, მარტოხელა მოგზაურმა რადიოთი ძრავასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ გადმოსცა. ამის მერე მასთან კავშირი გაწყდა. უშუდეგოდ დასრულებული სამაშველო სამუშაოების შემდეგ, სანდერლენდი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ჩათვალეს. თუმცა 1 თვის შემდეგ ინდოეთის სანაპირო დაცვის სამსახურმა გაუჩინარებული მოგზაურისგან SOS შეტყობინება მიიღო. შტორმის მიუხედავად, მაშველებმა ები სანდერლენდის გადარჩენა შეძლეს.



ჯეისონ ლუისი

ის მსოფლიოში პირველი ადამიანია, რომელმაც პლანეტის გარშემო მატარებლების, თვითმფრინავების, გემებისა და ავტომობილბის დახმარების გარეშე იმოგზაურა. ტრანსპორტის სახით ლუისი მხოლოდ როლიკებს, ველოსიპედს, ნავს და საკუთარ ფეხებს იყენებდა. ექსპედიცია 1994 წელს ქალაქ გრინვიჩში დაიწყო. მეწყვილედ 27 წლის ლუისმა საკუთარი მეგობარი სივ სმიტი აიყვანა. 1996 წელს აშშ-ში როლიკებით მოძრავ ლუისს მანქნა დაეჯახა და მან 9 თვე სავაადმყოფოში გაატარა. გამოჯამრთელების შემდეგ ის ჰავაის კუნძულებზე გაემგზავრა, საიდანაც ავსტრალიამდე ოკეანე პედლებიანი ნავით გადაცურა. შუა გზაში ბრიტანელი მოგზაური სოლომონის კუნძულებზე გაჩაღებულ სამოქალაქო ომის ეპიცენტში მოხვდა, ავსტრალიის ნაპირებთან კი ალიგატორი დაესხა თავს. ფინანსური პრობლემების მოგვარებისა და ვალების გასტუმრებისთვის, ჯეისონს სამსახურის დაწყება მოუხდა. 2005 წელს მოგზაური სინგაპურში, იქიდან კი ჩინეთის გავლით, ინდოეთში გადავიდა. აფრიკის ველოსიპედით მოვლის შემდეგ, ამავე სატრასნპორტო საშუალებით მან რუმინეთში, ბულგარეთში, ავსტრიაში, გერმანიასა და ბელგიაში იმოგზაურა. შემდგომ ლა-მანში გადაცურა და 2007 წელს ლონდონში დაბრუნდა. მისი მოგზაურობა 13 წელიწადს გაგრძელდა.



ჯუმბერ ლეჟავა

ქართველო სპორტსმენი, მოგზაური და რეკორდსმენი 1939 წელს თბილისში დაიბადა. მოგზაურობებით გატაცება 1987 წელს გადატანილმა რთულმა ოპერაციამ განაპირობა. სწრაფი გამოჯამრთელების მიზნით, მან ვარჯიშების საკუთარი სისტემა შეიმუშავა. 1993 წლის 13 აგვისტოს, ქართველი მოგზაური მსოფლიოს დასაპყრობად გაეშურა. 3333 დღის განმავლობაში მან გადალახა აზიის, ავსტრალია-ოკეანეთის, ჩრდილო და სამხრეთ ამერიკის, აფრიკისა და ევროპის 234 სახელმწიფო. ის ორჯერ ეწვია ანტარქტიდას. მოგზაურობის განმავლობაში მან გადაიღო 50 ათასზე მეტი ფოტო, 200 სთ-ზე მეტი ხანგრძლივობის ვიდეო ფირი. საკუთარი მოგზაურობის დეტალები მან 7 ათას ფურცლიან დღიურში აღწერა.



მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE 

  • გაიცანით ქართველი გოგონა, რომელიც მსოფლიოს უდიდესი ნავთობკორპორაციის ფინანსური ანალიტიკოსია
  • რას გულისხმობს დიფერენცირებული პაკეტები, რომლებიც 1-ელი მაისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ამოქმედდება
  • როგორ უნდა განასხვავოთ ნაღების კარაქი მცენარეულისგან - ჩაინიშნეთ ეს წესები
  • დავით აღმაშენებელი ყველა დროის 10 საუკეთესო სამხედრო გენერალს შორის
  • 40-მილიონიანი ბიუჯეტის მქონე დანგრეული ტელევიზია - ფოტოები 'საზოგადოებრივი მაუწყებლიდან'
  • ევროპა გველოდება! - 30 ქვეყანა, სადაც ქართველები უვიზოდ წასვლას შეძლებენ
  • ბოლო დროის 10 ყველაზე მასშტაბური და ტრაგიკულად დასრულებული ხანძარი საქართველოში
  • საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული
  • მარტოხელა მოგზაურთა წარმოუდგენელი რეკორდები და ქართველი, რომელიც პლანეტის ყველაზე თავზეხელაღებულ მოლაშქრეთა შორის მოხვდა
  • ვინ არის მსოფლიოს ყველაზე "თავქარიანი" მილიონერი, რომელსაც ქართველები საქართველოში ქარხნის გახსნას თხოვენ - Tesla Motors-ის პროექტები
  • ყველაზე უხმაურო ავტომობილები - AUTO BILD-ის TOP 10
  • ჯიმი ტაბიძე: 'ურალის' მწვრთნელმა მითხრა, ახლავე ჩამოდი, ეს ორი დღეც არ დავკარგოთო
  • კიდევ ერთი რევოლუციური სატვირთო: წყალბად-ელექტრული გიგანტი 1000 ცხენით
  • ფიბა-მ ევრობასკეტი 2017-ის მატჩების დრო დანიშნა

  •  
      ქართულად  
    ძიება სხვა სისტემებში
    Google   Yahoo   Altavista   Yandex   Rambler  

      Copyright © 2003-2017 Directory.Ge Counter: 5768

    TBILISI ORGANIZATION DIRECTORY, Georgia ORGANIZATION DIRECTORY,companies,Company,Guide organizations in Georgia in the Caucasus, Directory of Organizations, Tbilisi streets directory, map, streets, address, phone, navigation, organization,organizations, Tbilisi map, tbilisi streets map, travel, travel in Georgia, travel in Tbilisi, ორგანიზაციები,ორგანიზაცია ორგანიზაციების ცნობარი, კომპანიები,კომპანია თბილისის სატელეფონო ცნობარი ტურიზმი სასტუმრო ბანკი მედიცინა თბილისი საქართველო ТБИЛИСИ ОРГАНИЗАЦИЯ КАТАЛОГ, Тбилиси улицы каталог, карта, улицы, адрес, телефон, навигация, организации, организации, карта Тбилиси, Тбилиси карту улицы, поездки, путешествия в Грузию, поездки в Тбилиси, ԹԲԻԼԻՍԻ ԿԱԶՄԱԿԵՐՊՈՒԹՅՈՒՆ ՏԵՂԵԿԱՏՈՒ, Թբիլիսիի փողոցներում ուղեցույցում, քարտեզ, փողոցներ, հասցեն, հեռախոսը, նավարկություն, կազմակերպության, կազմակերպությունների, Թբիլիսի քարտեզ, Թբիլիսիի փողոցների քարտեզը, ճանապարհորդական, ճանապարհորդական Վրաստանում, ճանապարհորդական Թբիլիսիում, TBİLİSİ TƏŞKİLAT DIRECTORY, Tbilisi directory, xəritəsi, küçə, ünvanı, telefon, navigation, təşkilat, təşkilatlar, Tbilisi map, Tbilisi küçələrində xəritəsi, səyahət, Gürcüstan, Tbilisi səyahət səyahət, küçələr TİFLİS ORGANİZASYON DİZİN, Tiflis rehberi, harita, sokak, adres, telefon, navigasyon, organizasyon, organizasyonlar, Tiflis harita, tbilisi sokaklarında harita, seyahat, Gürcistan, Tiflis seyahat seyahat, sokaklarda TBILISI organizzazione delle directory, Tbilisi strade directory, mappa, strade, indirizzo, telefono, navigazione, organizzazione, organizzazioni, mappa Tbilisi, Tbilisi mappa strade, viaggiare, viaggiare in Georgia, il viaggio a Tbilisi, ТБІЛІСІ ОРГАНІЗАЦІЯ КАТАЛОГ, Тбілісі вулиці каталог, карта, вулиці, адреса, телефон, навігація, організації, організації, карта Тбілісі, Тбілісі карту вулиці, поїздки, подорожі до Грузії, поїздки до Тбілісі, TIFLIS ORGANISATION DIRECTORY, Tiflis Straßen-Verzeichnis, Karte, Straßen, Anschrift, Telefon, Navigation, Organisation, Organisationen, Tiflis Karte, Tiflis Straßen Landkarte, Reise, Reise in Georgien, in Tiflis reisen, Tbilissi organisation du répertoire, Tbilissi rues répertoire, carte, rue, adresse, téléphone, navigation, l'organisation, les organisations, la carte de Tbilissi, Tbilissi carte rues, Voyage, Voyage en Géorgie, Voyage à Tbilissi, トビリシの組織のディレクトリ、トビリシ通りディレクトリ、マップ、道路、住所、電話番号、ナビゲーション、組織、団体、トビリシ地図、トビリシ街マップ、旅行、ジョージア州旅行、トビリシでの旅行 ბათუმის ცნობარი თბილისის ცნობარი საქართველოს ცნობარი ინტერნეტ მაღაზიების კატალოგი