Directory.Ge
ქართულიEnglishРусский
     
მთავარი გვერდი | ჩვენს შესახებ | პროექტის შესახებ | მომსახურება | კონტაქტი |
 
                                                                

ვაკანსია

ვაკანსია >> სხვა >> პერსონაიზაციის სპეციალისტი
ვაკანსია: პერსონაიზაციის სპეციალისტი
ორგანიზაცია: ჯორჯიან ქარდი
ტელეფონი: 0322316310
დეტალური ინფორმაცია: სს "ჯორჯიან ქარდი" აცხადებს ვაკანსიას პერსონალიზაციის სპეციალისტის თანამდებობაზე.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** საბანკო და არასაბანკო ბარათების გამოშვებასთან დაკავშირებული სრული პროცესის ცოდნა და მართვა
** საბანკო და არასაბანკო ბარათების მოსამზადებელი ფაილების პროცედურის შესაბამისად დამუშავება და დაბეჭდვა
** სტანდარტული და ინდივიდუალური დიზაინის ბარათების ბეჭდვის ხარისხის კონტროლი
** ბარათის ტიპის შესაბამისად პლასტიკის დახარისხება და კონტროლი
** ბარათების დასაბეჭდი მოწყობილობის გამართულობის მონიტორინგი
** ბარათების ტიპების მიხედვით ძირითადი კონფიგურაციების ცოდნა, მათ შორის ცვლილების შეტანა და განახლებული კონფიგურაციით ბარათის ბეჭდვა
** ბარათების ბეჭდვის პროცესში დაფიქსირებული შეცდომების იდენტიფიცირება და დროული მოგვარება
** ბარათების ინვენტარიზაცია და სისტემატიური ანგარიშგება ნაშთების შესახებ
** დაბეჭდილი ბარათების დახარისხება კლიენტი ორგანიზაციებისთვის მისაწოდებლად
** ემბოსირების პროცესის შემდეგ ნარჩენი მასალების პროცედურის მიხედვით დახარისხება
** ბარათების ყოველდღიური ბალანსის წარმოება
** ინდივიდუალურ სეიფებში არსებული ბარათების მარაგის კონტროლი და მოთხოვნის შესაბამისად მარაგის შევსება ძირითადი საცავიდან
** პერსონალიზაციის გარემოსთვის დადგენილი სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა
** პერიოდული ანგარიშგება კლიენტი ორგანიზაციებისთვის დაბეჭდილი ბარათების რაოდენობაზე
** პერსონალიზაციის გარემოში არსებული ინვენტარისთვის სათადარიგო ნაწილებისა და სახარჯი მასალების მარაგის წინასწარ განსაზღვრა და შეკვეთის დაგეგმვა.

მოვალეობები:

** ელ-ფოსტის სისტემატურად შემოწმება
** დადგენილი პროცედურით შესაბამისი პირების ინფორმირება, საჭიროებისამებრ
** არასტანდარტული სიტუაციის შესახებ მენეჯმენტის დაუყოვნებლივ ინფორმირება
** სამუშაო ადგილის, ინფორმაციის, წვდომების საშუალებათა კონფიდენციალობის დაცვა
** პროგრამული უზრუნველყოფის პაროლების კონფიდენციალობის შენახვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (საბანკო საქმე, საინფორმაციო ტექნოლოგიების ან ტექნიკური მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად)
** სასურველია IT სფეროში მუშაობის გამოცდილება
** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე
** MS Office პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** ანალიტიკური აზროვნების, ინფორმაციის ანალიზისა და სისტემატიზების უნარი
** ვადების მკაცრად დაცვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი.

კვალიფიციურ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 17 მარტის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: gcjobs@gc.ge და მიუთითოთ პოზიციის დასახელება ელ. ფოსტის სათაურში.

გისურვებთ წარმატებას!
წაშლის თარიღი: 27.03.2020

 
  ქართულად  
ძიება სხვა სისტემებში
Google   Yahoo   Altavista   Yandex   Rambler  

  Copyright © 2003-2024 Directory.Ge Counter: 141