Directory.Ge
ქართულიEnglishРусский
     
მთავარი გვერდი | ჩვენს შესახებ | პროექტის შესახებ | მომსახურება | კონტაქტი |
 
ფერისცვალება

orthodoxy.ge/

6(19) აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს, რომელიც 12 უდიდეს დღესასწაულთა რიცხვში შედის და უფალ იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების ერთ-ერთ ცნობილ ეპიზოდს უკავშირდება. ფერისცვალების შესახებ მოგვითხრობენ მახარებლები მათე (XVII, 1-13), მარკოზი (VI, 2-13) და ლუკა (IX, 28-36).

უფალმა თავის მოწაფეთაგან გამოირჩია პეტრე, იაკობი და იოანე და მათთან ერთად თაბორის მთაზე ავიდა სალოცავად. სანამ მაცხოვარი ლოცულობდა, დაღლილ მოწაფეებს ჩაეძინათ. გაღვიძებისას ნახეს, რომ იესო ქრისტემ ფერი იცვალა: „და იცუალა მათ წინაშე სხუად ფერად და განბრწყინდა პირი მისი ვითარცა მზე, ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ ვითარცა ნათელი“ (მათე XVII, 2). ამ დროს მაცხოვრის გვერდით ზეციური დიდებით შემოსილი მოსე და ელია წინასწარმეტყველი იდგნენ, რომლებიც მაცხოვართან იმ ვნებისა და ტანჯვის შესახებ საუბრობდნენ, რაც მას იერუსალიმში მოელოდა. ამის მნახველი მოწაფეები გამოუთქმელმა ნეტარებამ მოიცვა და პეტრემ წამოიძახა: „მოძღუარ კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფა. და ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა, ერთი მოსესა და ერთი ელიაისა“ (ლუკა IX, 33). ამ სიტყვების თქმის შემდეგ ნათელი ღრუბელი დაადგრა მათ, ხოლო ღრუბლიდან მოისმა ხმა ღვთისა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ“ (მათე XVII, 5). შეშინებული მოწაფეები პირქვე დაემხვნენ, მათთან იესო მივიდა, ხელი შეახო და უთხრა: „აღდეგით და ნუ გეშინინ“ (მათე XVII, 7). როცა მათ მიმოიხედეს, მოსე და ელია აღარსად იყვნენ.

მთიდან ჩამოსვლისას მაცხოვარმა გააფრთხილა მოწაფეები, რომ ეს ამბავი არავისთვის გაემხილათ, ვიდრე მკვდრეთით არ აღდგებოდა.

თაბორის მთაზე ფერისცვალებით უფალმა მოწაფეებს ხილული სახით უჩვენა თავისი ღმრთაებრივი დიდება - ღვთაებრივი, შეუქმნელი, მარადიული, ნათელი, უფრო ბრწყინვალე და წმიდა ვიდრე მზის სხივები, ნათელი, რომელიც მათ სულებს საოცარი სიხარულით, ზეციური სიმშვიდითა და ნეტარებით ავსებდა. მოწაფეთა წინაშე გაცხადდა მარადიული სიცოცხლის საიდუმლო, ანუ ის სიცოცხლის საიდუმლო, რომელიც მარადიულადაა გაცისკროვნებული ღმრთაებრივი ნათლით, და ამგვარ გაცხადებას წმიდა დიონისე არეოპაგელმა „დროული მარადისობა“ უწოდა. XIV საუკუნეში დიდი დავა იყო თაბორის ნათლის შესახებ. კათოლიკური აზროვნება და კერძოდ მისი წარმომქმნელი - კალაბრიელი ბერი ვარლამი ამ ნათლის მარადიულობასა და შეუქმნელობას უარყოფდა და მას ქმნილებად, დროში შექმნილად მიიჩნევდა. ამის საპირისპიროდ ცნობილი წმიდა მამა გრიგოლ პალამა ამტკიცებდა, რომ თაბორის ნათელი ეს არის ღმრთაებრივი ძალა, ენერგია, სხვაგვარად რომ ვთქვათ ღმერთი, რომელიც სრულიად მიღმიურია ხილული სამყაროსი, ამავე დროს თავისი ენერგიებით, მადლით ქმნის, იცავს და განმსჭვალავს მთელ ამ სამყაროს, რომ მაცხოვარმა თაბორზე მოწაფეები სწორედ ამ ღმრთაებრივი ძალის ხილვის ღირსი გახადა და არა რაღაც ზებუნებრივი სინათლისა, რომელიც თითქოს სწორედ ფერისცვალების სასწაულისათვის შეიქმნა. როგორც ამას ვარლამი ამტკიცებდა. ამ დავას გამოეხმაურნენ ათონელი ბერებიც, რომელნიც უდიდესი ასკეტური ღვაწლის წყალობით თვითონ გახდნენ ღირსნი, საღვთო ნათელს გაენათებინა მათი გულები. მათ კონსტანტინეპოლში გაგზავნეს „ტომოსი“, რომელშიც ადასტურებდნენ თაბორის ნათლის მარადიულობასა და ღმრთაებრიობას, კონსტანტინეპოლის ადგილობრივმა საეკლესიო კრებამ 1351 წელს დაგმო ვარლამის მცდარი სწავლება, ხოლო გრიგოლ პალამას შეხედულებები მართლმადიდებლურად აღიარა. თეოდორე ხარანელი მოგვითხრობს რა უფლის ფერისცვალების შესახებ თავის ქადაგებაში, პარალელს ავლებს მაცხოვარსა და მოსეს შორის. როგორც ვიცით, სინას მთიდან ჩამოსვლისას მოსეს სახეც ისე ბრწყინავდა, რომ ისრაელიანებმა მასთან მისვლა ვერ გაბედეს (გამოსვლ. 34, 30).

წმიდა თეოფანე წერს: „გარნა, ხოლო მათგან ყოვლისა განსრულებისა მისისა იყო ბრყწინვალებაჲ მოსესი, რამეთუ პირი ხოლო მისი ბრწყინვიდა და შინაგან არ აქუნდა ბრწყინვალებაჲ, ხოლო ქრისტესი ბრწყინვალებაჲ ყოვლითვე სრულ იყო: ვითარცა - გარეშე. ეგრეცა - შინაგან. მის გამო იყო ბრწყინვალებაჲ იგი და მის თანავე იყო, რამეთუ არა სხუისგან მოიღო“. ღვთის ძალით, ხოლო მაცხოვრის ბრწყინვალება „შინაგანი“ მისთვის მოუცილებელი რეალობაა, რომელიც მას მარადიულად თან ახლავს. თაბორის მთაზე უფალმა სულიერი თვალი აუხილა მოწაფეებს და მათაც იხილეს მისი დიდება იმდენად რამდენადაც ამ დიდების დატევნის შემძლებელნი იყვნენ, ანუ როგორც თეოდორე ხარენელი ამბობს: „არამედ რაიზომ შემძლებელნი იყვნეს, ეგრეით ეჩუენა“. იგივეს ვკითხულობთ ფერისცვალების დღესასწაულის ტროპარ-კონდაკშიც: „მთასა ზედა ფერი იცვალე, ქრისტე ღმერთო, და უჩუენე მოწაფეთა შენთა დიდებაჲ შენი ძალისაებრ მათისა“. ეს ყოველივე ეხმიანება წმიდა დიონისე არეოპაგელის სიტყვებს, რომელიც ამბობს, რომ: „ღვთაებრივი ყველას ეცხადება მათი დატევნის უნარის მიხედვით, ღვთაებრივის გაგების უნარის მიხედვით“. გაგება-დატევნის უნარი კი შეესაბამება ცალკეული ადამიანის სულიერ განვითარებასა და რელიგიურ გამოცდილებას. სწორედ ამით აიხსნება ეს ფაქტი, რომ მაცხოვარმა თაბორზე მხოლოდ სამი მოწაფე წაიყვანა და არა თორმეტი. რადგან თორმეტს შორის იყო იუდა. გამცემი და ღვთის მგმობელი, რომელიც არ იყო ღირსი ღმრთაებრივი ნათელის ხილვისა, რადგან მის გულში ჯოჯოხეთს დაესადგურებინა, იგი უკვე დათანხმებული იყო მაცხოვრის 30 ვერცხლად გაცემაზე. ამიტომაც უფლის დიდების მხილველნი პეტრე, იაკობი და იოანე არიან, რომელთაც შემდგომ თავის მხრივ უნდა განემტკიცებინათ და გაეძლიერებინათ სხვა მოციქულები მომავალი განსაცდელის ჟამს.

მოწაფეებმა მაცხოვართან მოსაუბრე ძველი აღთქმის ორი უდიდესი წინასწარმეტყველი მოსე და ელია იხილეს. როგორც წმიდა მაქსიმე აღმსარებელი წერს: „უფლის ფერისცვალებისას თაბორის მთაზე ნაჩვენები იქნა ცხონების სამი გზა: სათნოების, შემეცნებისა და ღვთისმეტყველებისა, პირველი ორი გზა ელიასა და მოსეს სახით წარმოჩინდა, ხოლო ღვთისმეტყველებას თავად მაცხოვარი წარმოადგენდა“.

პეტრეს სიტყვები: „კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ“ გამოხატავს მოწაფეთა უდიდეს სურვილს უსასრულოდ გაგრძელდეს ფერისცვალების დრო, როგორც ზეციური სასუფევლის სიხარული, მაგრამ ეს ასე არ ხდება. რადგან სასუფეველის დასამკვიდრებლად საჭირო იყო ცხოვრებისეული თავგანწირვა, მოციქულებრივი ღვაწლი და მოწამეობრივი სიკვდილი. მაცხოვრისათვის თაბორი წინ უსწრებს გოლგოთას, ხოლო ქრისტიანისათვის გოლგოთა წინ უსწრებს თაბორს.

ფერისცვალების ნათელი ხატებზე წმიდანთა თავზე დამდგარი შარავანდედის სახით გამოისახება. იგია ძვირფასი გვირგვინი, რომლითაც უფალი სულიერ ბრძოლაში გამარჯვებულთ აჯილდოებს.

ზურაბ ეკალაძე
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №32 (83), 2000 წ.

  • ჯვრის თაყვანისცემა (დიდმარხვის მესამე კვირა)
  • ღირსი იოანე სინელი (კლემაქი) (+649)
  • წმ. გრიგოლ პალამასი, თესალონიკელი მთავარეპისკოპოსისა
  • ცაცხვის ჩაი ვირუსს ამარცხებს - რა ვიცით ''ექიმი ხის'' სამკურნალო თვისებებზე
  • საქართველოში გავრცელებული 5 მცენარის სამკურნალო თვისებები და უკუჩვენებები - მათზე შესაძლოა, ჯერ არ გსმენიათ
  • როგორ გავრეცხოთ სწორად ''დუტის'' ქურთუკი - ეს ბევრმა არ იცის!
  • ხშირად გიბუჟდებათ ხელები? თითებში ჩხვლეტებს გრძნობთ? ფრთხილად, ეს სერიოზული დაავადებების სიმპტომებია.
  • ერთი მივიწყებული აფხაზური ვაზის ჯიშის ისტორია
  • ცრემლები ვერ შევიკავე: სახლებზე სპარსულთან ერთად, ქართული წარწერები იყო... - ფერეიდანში მოგზაურობის ემოციური ამბავი ქართველი გოგონასგან
  • 10 ყველაზე მისტიკური ადგილი დედამიწაზე - ამ ფოტოების თვალიერებისას იფიქრებთ, რომ სხვა პლანეტაზე აღმოჩნდით
  • ქვეყანა, სადაც არ არის არცერთი პოლიტიკური პარტია, კრიმინალის მაჩვენებელი კი ძალიან დაბალია
  • ლეგენდარული ქორწილები საქართველოს ისტორიაში - როგორი იყო ძველად საქორწილო სუფრა
  • რომელ კლასში რა წიგნი უნდა წაიკითხოს მოსწავლემ- მასწავლებელთა ასოციაციის რეკომენდაციები

  •  
      ქართულად  
    ძიება სხვა სისტემებში
    Google   Yahoo   Altavista   Yandex   Rambler  

      Copyright © 2003-2024 Directory.Ge Counter: 141

    TBILISI ORGANIZATION DIRECTORY, Georgia ORGANIZATION DIRECTORY,companies,Company,Guide organizations in Georgia in the Caucasus, Directory of Organizations, Tbilisi streets directory, map, streets, address, phone, navigation, organization,organizations, Tbilisi map, tbilisi streets map, travel, travel in Georgia, travel in Tbilisi, ორგანიზაციები,ორგანიზაცია ორგანიზაციების ცნობარი, კომპანიები,კომპანია თბილისის სატელეფონო ცნობარი ტურიზმი სასტუმრო ბანკი მედიცინა თბილისი საქართველო ТБИЛИСИ ОРГАНИЗАЦИЯ КАТАЛОГ, Тбилиси улицы каталог, карта, улицы, адрес, телефон, навигация, организации, организации, карта Тбилиси, Тбилиси карту улицы, поездки, путешествия в Грузию, поездки в Тбилиси, ԹԲԻԼԻՍԻ ԿԱԶՄԱԿԵՐՊՈՒԹՅՈՒՆ ՏԵՂԵԿԱՏՈՒ, Թբիլիսիի փողոցներում ուղեցույցում, քարտեզ, փողոցներ, հասցեն, հեռախոսը, նավարկություն, կազմակերպության, կազմակերպությունների, Թբիլիսի քարտեզ, Թբիլիսիի փողոցների քարտեզը, ճանապարհորդական, ճանապարհորդական Վրաստանում, ճանապարհորդական Թբիլիսիում, TBİLİSİ TƏŞKİLAT DIRECTORY, Tbilisi directory, xəritəsi, küçə, ünvanı, telefon, navigation, təşkilat, təşkilatlar, Tbilisi map, Tbilisi küçələrində xəritəsi, səyahət, Gürcüstan, Tbilisi səyahət səyahət, küçələr TİFLİS ORGANİZASYON DİZİN, Tiflis rehberi, harita, sokak, adres, telefon, navigasyon, organizasyon, organizasyonlar, Tiflis harita, tbilisi sokaklarında harita, seyahat, Gürcistan, Tiflis seyahat seyahat, sokaklarda TBILISI organizzazione delle directory, Tbilisi strade directory, mappa, strade, indirizzo, telefono, navigazione, organizzazione, organizzazioni, mappa Tbilisi, Tbilisi mappa strade, viaggiare, viaggiare in Georgia, il viaggio a Tbilisi, ТБІЛІСІ ОРГАНІЗАЦІЯ КАТАЛОГ, Тбілісі вулиці каталог, карта, вулиці, адреса, телефон, навігація, організації, організації, карта Тбілісі, Тбілісі карту вулиці, поїздки, подорожі до Грузії, поїздки до Тбілісі, TIFLIS ORGANISATION DIRECTORY, Tiflis Straßen-Verzeichnis, Karte, Straßen, Anschrift, Telefon, Navigation, Organisation, Organisationen, Tiflis Karte, Tiflis Straßen Landkarte, Reise, Reise in Georgien, in Tiflis reisen, Tbilissi organisation du répertoire, Tbilissi rues répertoire, carte, rue, adresse, téléphone, navigation, l'organisation, les organisations, la carte de Tbilissi, Tbilissi carte rues, Voyage, Voyage en Géorgie, Voyage à Tbilissi, トビリシの組織のディレクトリ、トビリシ通りディレクトリ、マップ、道路、住所、電話番号、ナビゲーション、組織、団体、トビリシ地図、トビリシ街マップ、旅行、ジョージア州旅行、トビリシでの旅行 ბათუმის ცნობარი, თბილისის ცნობარი, საქართველოს ცნობარი, ინტერნეტ მაღაზიების კატალოგი, თეატრალური აფიშა, კინო აფიშა, აფიშა, ვაკანსია, რეზუმე, job, სამუშაო, დასაქმება, ვაკანსიები