Directory.Ge
ქართულიEnglishРусский
     
მთავარი გვერდი | ჩვენს შესახებ | პროექტის შესახებ | მომსახურება | კონტაქტი |
 
უძღები შვილის კვირა

www.orthodoxy.ge

მთავარეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)

უძღები შვილის კვირა

დღევანდელ სახარებაში, ძმანო, მოთხრობილი იყო იგავი უძღები შვილის შესახებ, რაც ბევრ სასიკეთოს გვასწავლის ჩვენ - მართლმორწმუნე ქრისტიანებს.

ერთ პატიოსან და მდიდარ კაცს ჰყავდა ორი ვაჟი, რომლებიც სიყვარულითა და სიამტკბილობით ცხოვრობდნენ მშობელი მამის სამყოფელში. გავიდა ხანი და უმცროსმა შვილმა მოსთხოვა მამას თავისი კუთვნილი წილი მთელი მათი სამკვიდრებელიდან, რათა გასულიყო ცალკე და ეცხოვრა ისე, როგორც მას მოესურვებოდა. მამამ გამოუყო მას ქონების დიდი ნაწილი. შვილმა თავისი კუთვნილი ქონებით დატოვა სახლი და წავიდა შორეულ მხარეს. იქ მან იწყო არაწმინდა და უწესო ცხოვრება და მოკლე დროში განაბნია ყოველი ქონება თვისი. ისე გაღარიბდა და გაღატაკდა, რომ შიმშილისგან თავის დასაღწევად ერთ შეძლებულ კაცს დაუდგა მოჯამაგირედ, ღორების მომვლელად და საზრდოობდა იმ უვარგისი საკვებით, რომლითაც ღორებს კვებავდნენ. ბოლოს, როდესაც ძალზე მძიმე დღეში ჩავარდა, მოვიდა გონს, ჩაუფიქრდა თავის მდგომარეობას, მიხვდა სადამდე მიიყვანა იგი უწესო ცხოვრებამ და უთხრა თავის თავს: „რამდენი მოჯამაგირე ჰყავს მამაჩემს, რომელთაგან საჭმელი არავის აკლია, მე კი აქ შიმშილით ვკვდები; მოდი წავალ მამაჩემთან და ვეტყვი: „მამაო, ვცოდე როგორც ღვთის წინაშე, ისე შენთან; მე შენი შვილად წოდების ღირსიც კი აღარ ვარ, ამიტომ გთხოვ მიმიღო, როგორც ერთი მსახურთაგანი შენი“. მართლაც მიატოვა ის ადგილი და მამის სახლისკენ გასწია. სახლთან მიახლოებული არც კი იყო, რომ მამამისმა შეიტყო მისი დაბრუნება, გახარებული გამოეგება, მოეხვია და გულში ჩაიკრა იგი. შვილმა კი მდაბლად მოახსენა: „მამაჩემო, ვცოდე როგორც ღვთის წინაშე, ისე შენთან. მე შენი შვილად წოდების ღირსი აღარ ვარ“. შვილის დაბრუნებით დიდად გახარებულმა მამამ უბრძანა მოსამსახურეებს, რომ შეემოსათ იგი ახალი სამოსლით და ძვირფასი ბეჭედიც გაეკეთებინათ მისთვის. შემდეგ დაუკლა ზვარაკი, მოიპატიჟა ახლობლები და დიდი ლხინი გამართა. იმ დროს უფროსი ვაჟი სახლში არ იმყოფებოდა. როცა დაბრუნდა და იხილა დიდი მხიარულება საკუთარ სახლში, ჰკითხა ერთ მოსამსახურეს მიზეზი და როდესაც შეიტყო, რაშიც იყო საქმე, გაწყრა და სახლში აღარ უნდოდა შესვლა. გამოვიდა მამა და სთხოვა შესვლა ლხინში, ხოლო მან უპასუხა: „მე ყოველთვის შენთან ვიყავი, კეთილად გემსახურებოდი და ერთხელ არ მოგიცია ერთი თიკანიც კი, რომ ჩემს მეგობრებთან მომელხინა, ხოლო ჩემს ძმას, რომელმაც მთელი შენი ქონების ნახევარი უწესო ხალხს შეაჭამა, ზვარაკი დაუკალი და ლხინი გადაუხადე“. მამამ უპასუხა შვილს: „შვილო შენ მუდამ ჩემთან ხარ და ჩემი ყოველი შენი არის; ახლა კი გვმართებს მხიარულება და სიხარული, რადგან ძმა შენი დაგვიბრუნდა, დაღუპული იყო და აღდგა მკვდრეთით“.

ახლა, ძმანო, შევეცადოთ ავხსნათ ზემოაღნიშნული იგავი უძღები შვილისა. კაცი, რომელსაც ორი შვილი ჰყავდა, გამოხატავს უფალ ღმერთს. უფროსი შვილი მართალ და ღვთისმოშიშ კაცს განასახიერებს, რომელიც მუდამ მამის სამყოფელშია და ასრულებს მის ნება-სურვილს. უმცროსი შვილი კი თავისი მოქმედებით გამოხატავს ცოდვილი და უღირსი ადამიანის ცხოვრებას. ასეთი ადამიანი, როგორც უძღები შვილი, მიიღებს რა ღვთისაგან საჭირო ნიჭსა და გონებას, სიკეთესა და სიმდიდრეს, განეშორება ზეციურ მამას და შორდება რა ამ უკანასკნელს, ვარდება უბედურებაში და ყოველივეს მამასაგან მიცემულს - სულს, ხორცსა და სხვა სიკეთეს - ერთიანად ღუპავს. ღორების მსახურად დადგენა უმცროსი შვილისა, მოასწავებს უკიდურეს დაცემას და გადაგვარებას ცოდვილი ადამიანისას, რომელიც ისე დაემონება ცოდვას, რომ ემსგავსება უწმინდურ პირუტყვს. მაგრამ ბოლოს უძღები შვილი მოდის გონს, უფიქრდება თავის უმძიმეს მდგომარეობას, უწესო ცხოვრებით მოპოვებულს და მწარე სინანული ეუფლება მას. მართლაც, ძმანო, ცოდვა მხოლოდ იქამდე ბატონობს ადამიანზე, ვიდრე კაცს შეუძლია საკუთარი სინდისის ჩაკვლა, დამარცხება. ამაოა კაცის ცდა სინდისის სრული დავიწყებისა, რადგან ეს გრძნობა მას დაბადებიდანვე დაჰყვება უფლის მიერ. ამაოა ფიქრი იმისა, რომ ხორციელი ვნება და გართობა დააკმაყოფილებს მას და დაავიწყებს ღმერთს - სიწმინდესა და პატიოსნებას. ადრე თუ გვიან დგება ჟამი, როცა ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილი სული კაცისა იგრძნობს მოწყენილობასა და მწუხარებას, სულიერ შიმშილს, რომელსაც ვერავითარი ქვეყნიური სიამოვნებით ვერ იკმაყოფილებს. მართალია, ზოგჯერ ხდება ისეც, რომ ცოდვა მცირე ხანს ამხიარულებს თითქოს კაცს, მაგრამ ძალზე მცირე ხანს, რის შემდეგაც ადამიანში ნაცვლად სიამოვნებისა, ტოვებს მწარე სინანულსა და სევდას. აქ მართებს გონიერება კაცს - მან უნდა გაახსენოს თავს ღვთის არსებობა, ღვთისა, რომელსაც შეუძლია შეიწყნაროს, უმკურნალოს და დაუბრუნოს დაკარგული სიმშვიდე და ნეტარება.

შენც ძმაო, თუ დღემდე ცოდვაში იყავი გარეული, დაუტევე იგი და მოიქეც უფლისადმი. იგი ყოველთვის მზადაა შენს მისაღებად. ნუ გეშინია, უფალი მოწყალეა, იგი მიგიღებს სიყვარულით, გულში ჩაგიკრავს და გიპატრონებს, შეგმოსავს ახალი სამოსელით, შეგაცვამს ძვირფას ბეჭედს, შერიგებისა და ღირსების ნიშნად, უფალიცა და ზეცის უსხეულნო ანგელოზნიც დიდად გაიხარებენ შენი მოქცევით ღვთისადმი.

რაც შეეხება უფროს ძმას, იგი გვაგონებს იმ ღვთისმოყვარე ქრისტიანს, რომელიც კეთილად ასრულებს ღვთის მცნებებს, მუდამ ღვთის სამსახურშია და ყველაფერს ითმენს მისი სიყვარულისათვის. მაგრამ ოდესღაც თავის გულში იფიქრებს: ღმერთო, მე მუდამ შენ გემსახურებოდი, ვიცავდი შენს მცნებებს, ნუგეში კი არ მოგიცია ჩემთვის. თუ ძმანო, ღვთისმოყვარე კაცს მართლაც გაუჩნდა ასეთი აზრი, მაშინვე უნდა გაიხსენოს მამის პასუხი: „შვილო შენ მარადის ჩემთან ხარ და ჩემი ყოველი შენი არის“. აი ნუგეში დიდი და სასურველი. ასე რომ, ძმანო, თუ ქვეყნიური ცხოვრებისას მოკლებული ხართ ნუგეშსა და დახმარებას ხილულს, იცოდეთ, რომ უფალი ღმერთი დიდ წყალობას გიმზადებთ, მარადიულსა და უხვს. ნუ აჩქარდებით, წარმავალ ქვეყნიურ სიკეთეს ყოველთვის ამჯობინეთ მარადიული, ზეციური სიხარული.

ესეც გახსოვდეთ, რომ ამქვეყნიური ცხოვრება უდიდესი წყალობაა ღვთისა, რომელსაც, სამწუხაროდ, ხშირად უაზროდ და უსარგებლოდ ვატარებთ ხოლმე. ადამიანი სიხარულისა და სიყვარულისთვისაა გაჩენილი და არა მწუხარებისთვის. ბედნიერი და გახარებული კი მაშინაა კაცი, როცა ღმერთთანაა ახლოს, რადგან ღმერთი თვითონაა სიხარულიცა და სიყვარულიც.

ამისთვის, ძმანო, ნუ განვეშორებით უფალს, მარადის ვმსახურებდეთ და ვმორჩილებდეთ მას და აღვასრულოთ მცნებანი მისნი, რომ მოვიპოვოთ საუკუნო სიხარული მართალთათვის განმზადებული უფლის მიერ, რომლისა არის სიმტკიცე და სუფევა, უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

1982 წ. სამთავრო 
  • ჯვრის თაყვანისცემა (დიდმარხვის მესამე კვირა)
  • ღირსი იოანე სინელი (კლემაქი) (+649)
  • წმ. გრიგოლ პალამასი, თესალონიკელი მთავარეპისკოპოსისა
  • ცაცხვის ჩაი ვირუსს ამარცხებს - რა ვიცით ''ექიმი ხის'' სამკურნალო თვისებებზე
  • საქართველოში გავრცელებული 5 მცენარის სამკურნალო თვისებები და უკუჩვენებები - მათზე შესაძლოა, ჯერ არ გსმენიათ
  • როგორ გავრეცხოთ სწორად ''დუტის'' ქურთუკი - ეს ბევრმა არ იცის!
  • ხშირად გიბუჟდებათ ხელები? თითებში ჩხვლეტებს გრძნობთ? ფრთხილად, ეს სერიოზული დაავადებების სიმპტომებია.
  • ერთი მივიწყებული აფხაზური ვაზის ჯიშის ისტორია
  • ცრემლები ვერ შევიკავე: სახლებზე სპარსულთან ერთად, ქართული წარწერები იყო... - ფერეიდანში მოგზაურობის ემოციური ამბავი ქართველი გოგონასგან
  • 10 ყველაზე მისტიკური ადგილი დედამიწაზე - ამ ფოტოების თვალიერებისას იფიქრებთ, რომ სხვა პლანეტაზე აღმოჩნდით
  • ქვეყანა, სადაც არ არის არცერთი პოლიტიკური პარტია, კრიმინალის მაჩვენებელი კი ძალიან დაბალია
  • ლეგენდარული ქორწილები საქართველოს ისტორიაში - როგორი იყო ძველად საქორწილო სუფრა
  • რომელ კლასში რა წიგნი უნდა წაიკითხოს მოსწავლემ- მასწავლებელთა ასოციაციის რეკომენდაციები

  •  
      ქართულად  
    ძიება სხვა სისტემებში
    Google   Yahoo   Altavista   Yandex   Rambler  

      Copyright © 2003-2024 Directory.Ge Counter: 141

    TBILISI ORGANIZATION DIRECTORY, Georgia ORGANIZATION DIRECTORY,companies,Company,Guide organizations in Georgia in the Caucasus, Directory of Organizations, Tbilisi streets directory, map, streets, address, phone, navigation, organization,organizations, Tbilisi map, tbilisi streets map, travel, travel in Georgia, travel in Tbilisi, ორგანიზაციები,ორგანიზაცია ორგანიზაციების ცნობარი, კომპანიები,კომპანია თბილისის სატელეფონო ცნობარი ტურიზმი სასტუმრო ბანკი მედიცინა თბილისი საქართველო ТБИЛИСИ ОРГАНИЗАЦИЯ КАТАЛОГ, Тбилиси улицы каталог, карта, улицы, адрес, телефон, навигация, организации, организации, карта Тбилиси, Тбилиси карту улицы, поездки, путешествия в Грузию, поездки в Тбилиси, ԹԲԻԼԻՍԻ ԿԱԶՄԱԿԵՐՊՈՒԹՅՈՒՆ ՏԵՂԵԿԱՏՈՒ, Թբիլիսիի փողոցներում ուղեցույցում, քարտեզ, փողոցներ, հասցեն, հեռախոսը, նավարկություն, կազմակերպության, կազմակերպությունների, Թբիլիսի քարտեզ, Թբիլիսիի փողոցների քարտեզը, ճանապարհորդական, ճանապարհորդական Վրաստանում, ճանապարհորդական Թբիլիսիում, TBİLİSİ TƏŞKİLAT DIRECTORY, Tbilisi directory, xəritəsi, küçə, ünvanı, telefon, navigation, təşkilat, təşkilatlar, Tbilisi map, Tbilisi küçələrində xəritəsi, səyahət, Gürcüstan, Tbilisi səyahət səyahət, küçələr TİFLİS ORGANİZASYON DİZİN, Tiflis rehberi, harita, sokak, adres, telefon, navigasyon, organizasyon, organizasyonlar, Tiflis harita, tbilisi sokaklarında harita, seyahat, Gürcistan, Tiflis seyahat seyahat, sokaklarda TBILISI organizzazione delle directory, Tbilisi strade directory, mappa, strade, indirizzo, telefono, navigazione, organizzazione, organizzazioni, mappa Tbilisi, Tbilisi mappa strade, viaggiare, viaggiare in Georgia, il viaggio a Tbilisi, ТБІЛІСІ ОРГАНІЗАЦІЯ КАТАЛОГ, Тбілісі вулиці каталог, карта, вулиці, адреса, телефон, навігація, організації, організації, карта Тбілісі, Тбілісі карту вулиці, поїздки, подорожі до Грузії, поїздки до Тбілісі, TIFLIS ORGANISATION DIRECTORY, Tiflis Straßen-Verzeichnis, Karte, Straßen, Anschrift, Telefon, Navigation, Organisation, Organisationen, Tiflis Karte, Tiflis Straßen Landkarte, Reise, Reise in Georgien, in Tiflis reisen, Tbilissi organisation du répertoire, Tbilissi rues répertoire, carte, rue, adresse, téléphone, navigation, l'organisation, les organisations, la carte de Tbilissi, Tbilissi carte rues, Voyage, Voyage en Géorgie, Voyage à Tbilissi, トビリシの組織のディレクトリ、トビリシ通りディレクトリ、マップ、道路、住所、電話番号、ナビゲーション、組織、団体、トビリシ地図、トビリシ街マップ、旅行、ジョージア州旅行、トビリシでの旅行 ბათუმის ცნობარი, თბილისის ცნობარი, საქართველოს ცნობარი, ინტერნეტ მაღაზიების კატალოგი, თეატრალური აფიშა, კინო აფიშა, აფიშა, ვაკანსია, რეზუმე, job, სამუშაო, დასაქმება, ვაკანსიები