Directory.Ge
ქართულიEnglishРусский
     
მთავარი გვერდი | ჩვენს შესახებ | პროექტის შესახებ | მომსახურება | კონტაქტი |
 
პოჭოჭიკი და ფოლხვა გასაგებ ენაზე - რა იქნება დაუშვებელი ტექ-დათვალიერების ამოქმედების შემდეგ

https://www.autobild.ge

09.12.2017

საქართველოში ავტომობილების ტექ-დათვალიერება სავალდებულო ხდება. AUTO BILD-ის ერთგულმა მკითხველმა იცის, რომ ტექ-დათვალიერების, როგორც ტერმინის, ზუსტი და სწორი ფორმა არის ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება. თუმცა ტექ-დათვალიერება უფრო მოკლე და ყველასათვის გასაგები, დამკვიდრებული ტერმინია.

·         არაერთხელ ითქვა, რომ ტექ-დათვალიერება 2018 წლის პირველი იანვრიდან ნებისმიერი ავტომობილისთვის სავალდებულო გახდებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, ყველაფერი ვერ მოესწრო - ამიტომაც, გეგმა ისევ შეიცვალა.

 2018 წლის პირველი იანვრიდან უბრალოდ გამკაცრდება იმ ავტომანქანების ტექნიკური ინსპექტირების პროცესი, რომლებიც, სავალდებულო შემოწმებას აქამდეც ექვემდებარებოდნენ, თუმცა, მათი ინსპექტირების პროცესი და ადმინისტრირება, მინიმუმ არაეფექტური 

იყო. იგულისხმება სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3,5 ტონის ზემოთ) ავტომობილები.

► 2018 წლის პირველი ივლისიდან ტექ-დათვალიერებას სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანები გაივლიან.

► 2018 წლის პირველი ოქტომბრიდან ტექ-დათვალიერება სავალდებულო გახდება იმ მსუბუქი ავტომობილებისთვის, რომელთა ძრავის მოცულობა 3000 კუბურ სანტიმეტრზე მეტია. ანუ, თუ ავტომობილის ძრავის მოცულობა არის 2 986 კუბური სანტიმეტრი, რასაც ვუწოდებთ ხოლმე 3,0-, მას ამ თარიღიდან არ მოუწევს ტექ-დათვალიერების გავლა. განმარტებაში ნათქვამია, რომ 3000-ზე მეტი მოცულობის ძრავის მქონე მანქანები მეტ საწვავს მოიხმარენ და შესაბამისად, მათგან მავნე გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურების მეტი 

საფრთხე არსებობს.

► 2019 წლის პირველი იანვრიდან, ანუ, ერთი წლის შემდეგ, გზისთვის ვარგისობაზე ტესტირებას კი უკვე ყველა დანარჩენი ავტომობილიც გაივლის - ანუ, საქართველოს მთელი ავტოპარკი 2019 წლის დასაწყისიდან, წლის ბოლომდე.

რაც შეეხება კონკრეტულ დეტალებს იმის შესახებ, თუ ორი წლის განმავლობაში რომელი კატეგორიის მანქანები, რა ვადაში გაივლიან ინსპექტირებას და რა მოეთხოვებათ მათ. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გაწერილია ტექნიკურ რეგლამენტში, რომელიც უკვე დაამტკიცა საქართველოს მთავრობამ.

ფოლხვა და პოჭოჭიკი გასაგებ ენაზე - მევლუდ მელაძისთარგმანი


რეგლამენტის გამოქვეყნების შემდეგ ქართულ ინტერნეტ-სივრცეში უცებ ძალიან პოპულარული გახდა სიტყვებიფოლხვადაპოჭოჭიკი”. ეს და კიდევ არაერთი ასეთი სიტყვაა ნახსენები იმ მოთხოვნებში, რაც ავტომობილმა ტექ-დათვალიერების გასავლელად უნდა დააკმაყოფილოს.

·         პოჭოჭიკი ძალიან ძველი სიტყვაა და იმ დროიდან მოდის, როცა ურმებით დავდიოდით.

იმისათვის, რომ მძღოლებისთვის ყველაფერი გასაგები ყოფილიყო, გადავწყვიტეთ, რეგლამენტში გაწერილი რამდენიმე მოთხოვნა ბარბარიზმების, ანუ, ხელოსნურ ენაზე გვეთარგმნა და დასახმარებლად მევლუდ მელაძეს მივმართეთ. მას წარდგენა არ სჭირდება, მაგრამ მაინც: მევლუდ მელაძე საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და წარმატებული ქართველი ავტომრბოლია.

 მაშ ასე: ტექ-დათვალიერების ზოგიერთი მოთხოვნა ყველასათვის გასაგებ ენაზე - ანუ, რა არის პოჭოჭიკი და რას ნიშნავს ფოლხვა.

1. დაუშვებელია საჭის საბრუნი პოჭოჭიკის ბერკეტის შეერთებაში და საჭის წევების სახსრებში ფოლხვა.

► 
მევლუდ მელაძის განმარტება: დაუშვებელია, რომ საჭის მექანიზმის ნებისმიერ გადაბმაში, მათ შორისკრესტავინაში”, ”რულავოი რეიკაში”, ”წიაგებშიდანაკანეჩნიკებშიიყოს ნორმაზე მეტილუფტი”. (ანუ, ფოლხვა არის .. ”ლუფტი”)

2. ავტომობილის საჭის თვლის მაბრუნი ძალის ცვლილება მოხვევის კუთხის მთელ დიაპაზონში უნდა იყოს მდოვრე.

► მევლუდ მელაძის განმარტება: საჭე ბრუნვის დროს უნდა ტრიალებდესპლავნად”, არ უნდა იყოს შეგრძნება, თითქოს რაღაცა ხელს უშლის ან რაღაცას ეხება. საჭეს რომ ატრიალებ, არ უნდა იკეთებდეს კბილებს და საფეხურებს და არ უნდა აკეთებს ნახტომს.

3. საჭის სვეტის მდგომარეობის დამაფიქსირებელი მოწყობილობა უნდა იყოს გამართული, ხრახნული შეერთებები უნდა იყოს მოჭერილი და დაფიქსირებული.

► 
მევლუდ მელაძის განმარტება: ეს ძირითადად გადატანილ საჭეს ეხება, თუმცა, რა თქმა უნდა, ეხება ქარხნულ მარცხენა ან მარჯვენა საჭესაც. იგულისხმება, რომ საჭის მთელი მოწყობილობა სალონში უნდა იყოს მყარად მიმაგრებული და უნდა იყოსბოლტ-გაიკითდა არა სვარკით მიმაგრებული. ”ბოლტ-გაიკაქართულად არის ჭანჭიკი და ქანჩი.

4. ჯამური ფოლხვის გაზომვის მაქსიმალური ცდომილება არ უნდა აღემატებოდეს ერთ გრადუსს.

► 
მევლუდ მელაძის განმარტება: "ლუფტი" არ უნდა იყოს ერთ გრადუსზე მეტი.

5. დაუშვებელია საჭის სისტემის დეტალებსა და კვანძებში დამამზადებლის მიერ გაუთვალისწინებელი შედუღებების გამოყენება.

► 
მევლუდ მელაძის განმარტება: იგულისხმება ის, რომ დაუშვებელია იმ შედუღებების გამოყენება, რაც ავტომწარმოებელს არ გაუთვალისწინებია. თუმცა დამამზადებელი შეიძლება დაირქვას ნებისმიერმა ხელოსანმა, რომელმაც საჭე გადაიტანა და შეუძლია თქვას, რომ დამამზადებელია და თვითონ გაითვალისწინა, რის შემდეგაც ვეღარ მოედავები. ამიტომაც, უმჯობესია, რომ აქ ეწეროს ავტომწარმოებელი და არა დამამზადებელი.

რა უნდა გაითვალისწინონ უკატალიზატორო მანქანების მფლობელებმა?


პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლისას ავტომობილმა 7 ძირითადი კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილოს. კერძოდ, ეს მოთხოვნებია - მუხრუჭები, საჭის მართვის სისტემა, ხილვადობა, ფარები, ღერძულა, შასი და მისი შემადგენლები და გამონაბოლქვი.
ასე მოწმდება, რამდენად აბინძურებს ავტომობილი გარემოს

რაც შეეხება მავნე გამონაბოლქვს: ნებისმიერი ავტომობილისთვის, იმის მიუხედავად, აქვს თუ არა მას კატალიზატორი, იმოქმედებს გამონაბოლქვის მაქსიმუმ დასაშვები ნორმა, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს გამართული წვის სისტემის მქონე ავტომობილმა. ანუ, თუკი წვის სისტემაში პრობლემები არ აქვს, ტექ-დათვალიერება თავისუფლად შეიძლება გაიაროს იმ ავტომობილმა, რომელსაც არ აქვს კატალიზატორი

გრაფიკი: ვინ როდის უნდა გაიაროს ტექ-დათვალიერება?


გრაფიკი გაწერილი იქნება ავტომანქანების რეგისტრაციის თარიღის (თვისა და რიცხვის) მიხედვით, რაც, პირველ რიგში, შესაბამისი ავტოსატრანსპორტოსაშუალების მფლობელებს მისცემს საკმარის ვადას, მოემზადონ ტექდათვალიერებისთვის და ასევე თავიდან აგვაცილებს რიგების წარმოქმნის რისკებს.
ფარების შემოწმების პროცესი გლდანის ტესტირების ცენტრში (ქერჩის ქუჩა, #11)

უფრო კონკრეტულად კი, ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელმა უნდა ნახოს სარეგისტრაციო მოწმობაში მანქანის გამოშვებისა და რეგისტრაციის თარიღი. რეგისტრაციის თარიღი (თვე) არის მისი ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის ბოლო ვადა.

მაგალითად, თუ ავტომობილის რეგისტრაციის თარიღია 2010 წლის ნოემბერი, აღნიშნულმა ავტოსატრანსპორტო საშუალებას პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისთვის ბოლო ვადა დაწყებიდან ნოემბრამდე ექნება

ავტომფლობელებისთვის ამოქმედდება საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული წესი, კერძოდ:

·         4 წლამდე ავტომანქანებისთვის ინსპექტირება არ იქნება საჭირო

·         4-დან 8 წლამდე - ორ წელიწადში ერთხელ

·         8 წელზე ზემოთ ასაკის ავტომანქანებისთვის - ყოველწლიურად.

შეასაბამისად, მანქანის გამოშვების თარიღის მიხედვით, ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი მიხვდება, მოუწევს თუ არა და რა პეროდულობით მის ავტომობილს ტექნიკური ინსპექტირების გავლა.

რა ეღირება ტექ-დათვალიერება და რამდენი იქნება ჯარიმა?


ამოქმედდება ცხელი ხაზი ნომრით - 1484. ამასთან, შეიქმნება ვებ-გვერდი, რომლის საშუალებითაც ადამიანს შეეძლება, მისთვის სასურველ ტესტირების ცენტრში ვიზიტი დაგეგმოს და პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისთვის საჭირო თანხა გადაიხადოს. მსუბუქი ავტომობილების 60 ლარი, სატვირთო და სამგზავრო ავტომობილებისთვის - 100 ლარი.

ყველა ავტომფლობელს, რომლის სატრანსპორტო საშუალებასაც აღმოაჩნდება ისეთი ხარვეზი, რაც ეწინააღმდეგება დადგენილ მოთხოვნებს, მიეცემა გონივრული ვადა (1-თვიანი) პრობლემის მოსაგვარებლად.
საბურავების შემოწმების პროცესი გლდანის ტესტირების ცენტრში (ქერჩის ქუჩა, #11)

ამასთან, გამკაცრდება ინსპექტირების მოწმობის არქონის შემთხვევაში არსებული საჯარიმო სანქციები. უფრო კონკრეტულად კი, ფიზიკური პირისთვის ჯარიმა იქნება 50 ლარი, ხოლო იურიდიული პირებისთვის - 200 ლარი.

რა უნდა გაითვალისწინონ მარჯვენასაჭიანი და გადატანილი საჭის მქონე ავტომობილების მფლობელებმა?


პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დაწყების ეტაპიდან საჭის გადატანა აიკრძალება. რაც შეეხება უკვე საჭეგადატანილ ავტომობილებს: ასეთი მანქანებიც ისევე გაივლიან ტექნიკურ ინსპექტირებას, როგორც სხვა ნებისმიერი, თუ ისინი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ პარამეტრებს დააკმაყოფილებენ.

·         მარჯვენასაჭიან ავტომობილებს არავითარი დამატებითი სირთულეები არ შეექმნებათ.

მათ მოუწევთ მხოლოდ მაშუქი ფარების დახრილობისა და სინათლის ნაკადის მიმართულების ცვლილება. როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, მიდგომა ყველასთვის ერთნაირია - მთავარია, ავტომობილმა ტექნიკური მოთხოვნები დააკმაყოფილოს. მარტივად რომ ვთქვათ, თუკი საჭე შეძლებისდაგვარად უსაფრთხოდაა გადატანილი, ავტომობილი ტექ-დათვალიერებას გაივლის. სამაგიეროდ, პირველი იანვრიდან იკრძალება საჭის ნებისმიერი ფორმით გადატანა

სად შემიძლია შევამოწმო ჩემი ავტომობილი წინასწარ? სად გავივლი ტექ-დათვალიერებას?


ვისაც სურს, წინასწარ გაიგოს, აქვს თუ არა მის ავტომობილს რაიმე სახის პრობლემა, რის გამოც, შესაძლოა, ტექ-დათვალიერება ვერ გაიაროს, ვურჩევთ მიაკითხოს არსებულ ტესტირების ცენტრებს, სადაც ავტომობილები ტექ-დათვალიერებას გაივლიან.

ცენტრებში 
თქვენს ავტომობილს დეტალურად შეამოწმებენ. შესაბამისად, გექნებათ მეტი დრო პრობლემების აღმოსაფხვრელად, ან მშვიდად შეხვდებით სავალდებულო ტექ-დათვალიერების მოახლოვებას.
სავალი ნაწილის დათვალიერების პროცესი გლდანის ტესტირების ცენტრში

ტესტირების ცენტრები 
მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედებს. თბილისში რამდენიმე ასეთი ცენტრია: გლდანში (ქერჩის ქუჩა, 11), აღმაშენებლის ხეივანში (ტოიოტას ცენტრის გვერდით), ასევე სან ზონაში, ისანში, კაიროს ქუჩაზე და ..

  • თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის საათები იცვლება
  • „მაგთი“ ტარიფებს დროებით, 1 მარტამდე აღარ გაზრდის
  • National Geografic-მა საქართველო 2018 წელს მოსანახულებელი ქვეყნების სიაში შეიყვანა
  • რომელ კლასში რა წიგნი უნდა წაიკითხოს მოსწავლემ- მასწავლებელთა ასოციაციის რეკომენდაციები
  • ახლა "მოდაშია" ჩინოვნიკთა მანქანები შავი სალონით და რაც მთავარია, ვერცხლისფერი!
  • თუ ჩენ გამოვრიცხავთ მარადისობის პერსპექტივას, მაშინ ყველაფერი აზრს კარგავს - რაზე იქადაგა მეუფე შიომ ახალი წლის წინ
  • 5 ქვეყანა ევროპაში, სადაც ყველაზე დაბალი გადასახადებია
  • პოჭოჭიკი და ფოლხვა გასაგებ ენაზე - რა იქნება დაუშვებელი ტექ-დათვალიერების ამოქმედების შემდეგ
  • სიკვდილს გადაარჩინა! - 10 საინტერესო ფაქტი ჯაბა კანკავას შესახებ

  •  
      ქართულად  
    ძიება სხვა სისტემებში
    Google   Yahoo   Altavista   Yandex   Rambler  

      Copyright © 2003-2018 Directory.Ge Counter: 536

    TBILISI ORGANIZATION DIRECTORY, Georgia ORGANIZATION DIRECTORY,companies,Company,Guide organizations in Georgia in the Caucasus, Directory of Organizations, Tbilisi streets directory, map, streets, address, phone, navigation, organization,organizations, Tbilisi map, tbilisi streets map, travel, travel in Georgia, travel in Tbilisi, ორგანიზაციები,ორგანიზაცია ორგანიზაციების ცნობარი, კომპანიები,კომპანია თბილისის სატელეფონო ცნობარი ტურიზმი სასტუმრო ბანკი მედიცინა თბილისი საქართველო ТБИЛИСИ ОРГАНИЗАЦИЯ КАТАЛОГ, Тбилиси улицы каталог, карта, улицы, адрес, телефон, навигация, организации, организации, карта Тбилиси, Тбилиси карту улицы, поездки, путешествия в Грузию, поездки в Тбилиси, ԹԲԻԼԻՍԻ ԿԱԶՄԱԿԵՐՊՈՒԹՅՈՒՆ ՏԵՂԵԿԱՏՈՒ, Թբիլիսիի փողոցներում ուղեցույցում, քարտեզ, փողոցներ, հասցեն, հեռախոսը, նավարկություն, կազմակերպության, կազմակերպությունների, Թբիլիսի քարտեզ, Թբիլիսիի փողոցների քարտեզը, ճանապարհորդական, ճանապարհորդական Վրաստանում, ճանապարհորդական Թբիլիսիում, TBİLİSİ TƏŞKİLAT DIRECTORY, Tbilisi directory, xəritəsi, küçə, ünvanı, telefon, navigation, təşkilat, təşkilatlar, Tbilisi map, Tbilisi küçələrində xəritəsi, səyahət, Gürcüstan, Tbilisi səyahət səyahət, küçələr TİFLİS ORGANİZASYON DİZİN, Tiflis rehberi, harita, sokak, adres, telefon, navigasyon, organizasyon, organizasyonlar, Tiflis harita, tbilisi sokaklarında harita, seyahat, Gürcistan, Tiflis seyahat seyahat, sokaklarda TBILISI organizzazione delle directory, Tbilisi strade directory, mappa, strade, indirizzo, telefono, navigazione, organizzazione, organizzazioni, mappa Tbilisi, Tbilisi mappa strade, viaggiare, viaggiare in Georgia, il viaggio a Tbilisi, ТБІЛІСІ ОРГАНІЗАЦІЯ КАТАЛОГ, Тбілісі вулиці каталог, карта, вулиці, адреса, телефон, навігація, організації, організації, карта Тбілісі, Тбілісі карту вулиці, поїздки, подорожі до Грузії, поїздки до Тбілісі, TIFLIS ORGANISATION DIRECTORY, Tiflis Straßen-Verzeichnis, Karte, Straßen, Anschrift, Telefon, Navigation, Organisation, Organisationen, Tiflis Karte, Tiflis Straßen Landkarte, Reise, Reise in Georgien, in Tiflis reisen, Tbilissi organisation du répertoire, Tbilissi rues répertoire, carte, rue, adresse, téléphone, navigation, l'organisation, les organisations, la carte de Tbilissi, Tbilissi carte rues, Voyage, Voyage en Géorgie, Voyage à Tbilissi, トビリシの組織のディレクトリ、トビリシ通りディレクトリ、マップ、道路、住所、電話番号、ナビゲーション、組織、団体、トビリシ地図、トビリシ街マップ、旅行、ジョージア州旅行、トビリシでの旅行 ბათუმის ცნობარი, თბილისის ცნობარი, საქართველოს ცნობარი, ინტერნეტ მაღაზიების კატალოგი, თეატრალური აფიშა, კინო აფიშა, აფიშა,