Directory.Ge
ქართულიEnglishРусский
     
მთავარი გვერდი | ჩვენს შესახებ | პროექტის შესახებ | მომსახურება | კონტაქტი |
 
5 ქვეყანა ევროპაში, სადაც ყველაზე დაბალი გადასახადებია

https://bpn.ge

22 დეკემბერი / 2017

საგადასახადო სისტემა ნებისმიერი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ დაბალი გადასახადები გამართულ და ძლიერ ეკონომიკას სულაც არ ნიშნავს
ამის დასტურია ისიც, რომ ევროპის ბევრი მოწინავე ქვეყნის მოსახლეობა გადასახადებში თავისი შემოსავლის სოლიდურ ნაწილს იხდის. ჩვენ დავინტერესდით, სად არის ყველაზე ლიბერალური საგადასახადო სისტემა ევროპის მასშტაბით და ამის გასარკვევად თსუ-ის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელს - ვახტანგ ჭარაიას მივმართეთ. ვახტანგ ჭარაია იმ ქვეყნებზე გვიამბობს, სადაც ყველაზე დაბალი გადასახადებია:

ანდორა 

ანდორა ჯუჯა სახელმწიფოა, რომელიც სამხრეთ ევროპაში, პირენეებში მდებარეობს. ამ ქვეყნის ეკონომიკის მთავარი დასაყრდენი თამბაქოს ექსპორტი და ტურისტული ინდუსტრიაა. ამ პატარა სახელმწიფოში ევროპის მასშტაბით ყველაზე დაბალი გადასახადებია. ამ მხრივ ანდორაში ძალზე ხელსაყრელი პირობებია. ანდორელები მარტო საშემოსავლო გადასახადს იხდიან, ოღონდ ის, ვისაც წელიწადში 24 ათას ევროზე ნაკლები შემოსავალი აქვს, საერთოდ არ იბეგრება

ბულგარეთი

ბულგარელებს ევროპის მასშტაბით ყველაზე ლიბერალური საგადასახადო სისტემა აქვთ. ამ ქვეყანაში გადასახადები ძალზე დაბალია. საპროცენტო განაკვეთი კორპორაციულ მოგებაზე აქ 10%-ია. როგორ წესი, ბიზნესმენები ცდილობენ ასეთი ქვეყნები მოიძიონ, მაგრამ ბულგარეთში ნახევარი წლის განმავლობაში მაინც უნდა იცხოვრო, რომ საგადასახადო შეღავათები შეგეხოს. მიუხედავად დაბალი გადასახადებისა, ბულგარეთი ერთ-ერთი ჩამორჩენილი და სუსტი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა ევროპაში. ბულგარელების 

ძირითადი საექსპორტო პროდუქციაა მანქანათმშენებლობის ნაწარმი, კვების პროდუქტები, ღვინო, თამბაქო და ტექსტილი. მათი ეროვნული ვალუტა არის ბულგარული ლევი

ჩეხეთი 

ჩეხეთის რესპუბლიკაში ყველაზე დიდი ქალაქი მისი დედაქალაქი პრაღაა, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 1,3 მილიონს ადამიანს შეადგენს. ქვეყნის მთავარი რესურსებია - ქვანახშირი, თიხა, გრაფიტი და ხე-ტყე, ხოლო ვალუტა - ჩეხური კრონა. ჩეხეთი ევროპის ერთ-ერთი მიმზიდველი ქვეყანაა, როგორც ბიზნესის კეთებისთვის, ასევე ცხოვრების დონითაც. აქ გადასახადებიც შეღავათიანია: კორპორაციული გადასახადი ჩეხეთში 15%-ია, ხოლო თვითდასაქმებულები შემოსავლის 9%-ით იბეგრებიან

მალტა 

მალტაც ჯუჯა სახელმწიფოა, რომელიც სამხრეთ ევროპაში მდებარეობს - ხმელთაშუა ზღვის ცენტრალურ ნაწილში განლაგებულ არქიპელაგზე. ამ ქვეყნის მთავარი კუნძულებია მალტა, გოცო და კომინო. მალტის ეროვნული შემოსავლის ძირითადი წყარო ტურიზმია, ხოლო რესურსები - კირქვა, მარილი და სასოფლო-სამეურნეო მიწები. მალტაში კორპორაციული გადასახადი ძალიან დაბალია - 5 პროცენტის ოდენობით, ხოლო საშემოსავლო გადასახადი - 15%-ია, თუმცა იქ სხვა ტიპის გადასახადებია მაღალი, მაგალითად, ქონების გადასახადი - თუ მალტაზე სახლი გაქვთ, ყოველწლიურად 15 ათასი ევრო უნდა გადაიხადოთ.

მონაკო

დაბალი გადასახადებით თავს იწონებს კიდევ ერთი ჯუჯა სახელმწიფო - მონაკო. მონაკოს ფართობი მხოლოდ 1,98 ათასი კმ²-ია, ხოლო მოსახლეობა 2014 წლის მონაცემებით 37 800 კაცია. მონაკო რიგით მეორე, ყველაზე პატარა დამოუკიდებელი ქვეყანაა მსოფლიოში ვატიკანის შემდეგ. მონაკოს ბიუჯეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო არის ტურიზმი. მონაკოს კაზინოები და სასიამოვნო კლიმატი ყოველწლიურად მრავალ ტურისტს იზიდავს. სხვათა შორის, მონაკოს მოქალაქეებს არა აქვთ უფლება აზარტულ თამაშებში მონაწილეობა მიიღონ. მონაკოში გადასახადები ყველაზე დაბალია. მიუხედავად იმისა, რომ მონაკოს არა აქვს ბუნებრივი რესურსები, ეს ერთ-ერთი მდიდარი ქვეყანაა ევროპაში, სადაც მშპ ერთ სულზე 78 700 დოლარს აღწევს

ხათუნა ჩიგოგიძე

 

  • თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის საათები იცვლება
  • „მაგთი“ ტარიფებს დროებით, 1 მარტამდე აღარ გაზრდის
  • National Geografic-მა საქართველო 2018 წელს მოსანახულებელი ქვეყნების სიაში შეიყვანა
  • რომელ კლასში რა წიგნი უნდა წაიკითხოს მოსწავლემ- მასწავლებელთა ასოციაციის რეკომენდაციები
  • ახლა "მოდაშია" ჩინოვნიკთა მანქანები შავი სალონით და რაც მთავარია, ვერცხლისფერი!
  • თუ ჩენ გამოვრიცხავთ მარადისობის პერსპექტივას, მაშინ ყველაფერი აზრს კარგავს - რაზე იქადაგა მეუფე შიომ ახალი წლის წინ
  • 5 ქვეყანა ევროპაში, სადაც ყველაზე დაბალი გადასახადებია
  • პოჭოჭიკი და ფოლხვა გასაგებ ენაზე - რა იქნება დაუშვებელი ტექ-დათვალიერების ამოქმედების შემდეგ
  • სიკვდილს გადაარჩინა! - 10 საინტერესო ფაქტი ჯაბა კანკავას შესახებ

  •  
      ქართულად  
    ძიება სხვა სისტემებში
    Google   Yahoo   Altavista   Yandex   Rambler  

      Copyright © 2003-2018 Directory.Ge Counter: 519

    TBILISI ORGANIZATION DIRECTORY, Georgia ORGANIZATION DIRECTORY,companies,Company,Guide organizations in Georgia in the Caucasus, Directory of Organizations, Tbilisi streets directory, map, streets, address, phone, navigation, organization,organizations, Tbilisi map, tbilisi streets map, travel, travel in Georgia, travel in Tbilisi, ორგანიზაციები,ორგანიზაცია ორგანიზაციების ცნობარი, კომპანიები,კომპანია თბილისის სატელეფონო ცნობარი ტურიზმი სასტუმრო ბანკი მედიცინა თბილისი საქართველო ТБИЛИСИ ОРГАНИЗАЦИЯ КАТАЛОГ, Тбилиси улицы каталог, карта, улицы, адрес, телефон, навигация, организации, организации, карта Тбилиси, Тбилиси карту улицы, поездки, путешествия в Грузию, поездки в Тбилиси, ԹԲԻԼԻՍԻ ԿԱԶՄԱԿԵՐՊՈՒԹՅՈՒՆ ՏԵՂԵԿԱՏՈՒ, Թբիլիսիի փողոցներում ուղեցույցում, քարտեզ, փողոցներ, հասցեն, հեռախոսը, նավարկություն, կազմակերպության, կազմակերպությունների, Թբիլիսի քարտեզ, Թբիլիսիի փողոցների քարտեզը, ճանապարհորդական, ճանապարհորդական Վրաստանում, ճանապարհորդական Թբիլիսիում, TBİLİSİ TƏŞKİLAT DIRECTORY, Tbilisi directory, xəritəsi, küçə, ünvanı, telefon, navigation, təşkilat, təşkilatlar, Tbilisi map, Tbilisi küçələrində xəritəsi, səyahət, Gürcüstan, Tbilisi səyahət səyahət, küçələr TİFLİS ORGANİZASYON DİZİN, Tiflis rehberi, harita, sokak, adres, telefon, navigasyon, organizasyon, organizasyonlar, Tiflis harita, tbilisi sokaklarında harita, seyahat, Gürcistan, Tiflis seyahat seyahat, sokaklarda TBILISI organizzazione delle directory, Tbilisi strade directory, mappa, strade, indirizzo, telefono, navigazione, organizzazione, organizzazioni, mappa Tbilisi, Tbilisi mappa strade, viaggiare, viaggiare in Georgia, il viaggio a Tbilisi, ТБІЛІСІ ОРГАНІЗАЦІЯ КАТАЛОГ, Тбілісі вулиці каталог, карта, вулиці, адреса, телефон, навігація, організації, організації, карта Тбілісі, Тбілісі карту вулиці, поїздки, подорожі до Грузії, поїздки до Тбілісі, TIFLIS ORGANISATION DIRECTORY, Tiflis Straßen-Verzeichnis, Karte, Straßen, Anschrift, Telefon, Navigation, Organisation, Organisationen, Tiflis Karte, Tiflis Straßen Landkarte, Reise, Reise in Georgien, in Tiflis reisen, Tbilissi organisation du répertoire, Tbilissi rues répertoire, carte, rue, adresse, téléphone, navigation, l'organisation, les organisations, la carte de Tbilissi, Tbilissi carte rues, Voyage, Voyage en Géorgie, Voyage à Tbilissi, トビリシの組織のディレクトリ、トビリシ通りディレクトリ、マップ、道路、住所、電話番号、ナビゲーション、組織、団体、トビリシ地図、トビリシ街マップ、旅行、ジョージア州旅行、トビリシでの旅行 ბათუმის ცნობარი, თბილისის ცნობარი, საქართველოს ცნობარი, ინტერნეტ მაღაზიების კატალოგი, თეატრალური აფიშა, კინო აფიშა, აფიშა,