Directory.Ge
ქართულიEnglishРусский
           
მთავარი გვერდი | ჩვენს შესახებ | პროექტის შესახებ | მომსახურება | კონტაქტი |
 
კიდევ ერთი რევოლუციური სატვირთო: წყალბად-ელექტრული გიგანტი 1000 ცხენით

autobild.ge


კიდევ ერთი რევოლუციური სატვირთო: წყალბად-ელექტრული გიგანტი 1000 ცხენით
08.12.2016
ამერიკულმა კომპანია „ნიკოლამ“ წლის მიწურულს, დაპირებისამებრ, თავისი ელექტრონული სატვირთო გამწევი, Nikola One წარმოგვიდგინა. პირვანდელი გეგმით, ამ ავტომობილს სვლის სიშორის გასაზრდელად, ბუნებრივ გაზზე მომუშავე ძრავი უნდა გამოეყენებინა, თუმცა შემდეგ კომპანიამ გეგმა შეცვალა და წყალბადის გამოყენება გადაწყვიტა.

პრეზენტაცია სოლტ ლეიკ სიტიში, „ნიკოლა მოტორის“ შტაბ-ბინაში ჩატარდა და მას 600-ზე მეტი ადამიანი დაესწრო, რომელთა შორისაც, მედიის გარდა, მთავრობის წარმომადგენლები, კომპანიის პარტნიორები და მომავალი მომხმრებლები იყვნენ. მათი ინტერესი გასაგებია - „ნიკოლა მოტორი“ საავტომობილო გადაზიდვებში რევოლუციას გვპირდება. წარდგენისას ამის დასტურად ითქვა, რომ გამწევს ენერგიით ერთი სრული გაწყობა 1280-1930 კილომეტრის გავლის საშუალებას მისცემს!

Auto Bild

გამწევი ავტომობილი აღჭურვილობის შესაბამისად, 8 165-9 525 კილოგრამს იწონის. მისი ძალური დანადგარის სიმძლავრე 1 000 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მომენტი კი - 2 712 ნიუტონმეტრი. ეს ყველაფერი საკმარისია იმისათვის, რომ Nikola One-მა დატვირთულ მისაბმელთან ერთად, ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარე 30 წამში აკრიფოს. ეს კი დიზელისძრავიანი გამწევი სატვირთოს შესაბამის დროზე თითქმის ორჯერ ნაკლებია. ავტომობილის ელექტრო ძრავებს ენერგიით ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი კვებავს, რომლის ტევადობაც 320 კილოვატსაათია. ბლოკი ავტომობილის მზიდ ჩარჩოშია მოთავსებული და ზედმეტ ადგილს არ იკავებს.

Auto Bild

„ნიკოლა მოტორი“ თავისი სატვირთო გამწევების მყიდველს ლიზინგის ხელსაყრელ პირობებს სთავაზობს. კერძოდ, კონტრაქტი თვეში 5 000-7 000 დოლარის გადახდას ითვალისწინებს. სალიზინგო პროგრამის ვადა 6 წელია (ან 1 000 000 მილი - 1 600 000 კილომეტრი. თუ ამ დროზე ადრე, ავტომობილი მილიონ მილს გაივლის, მის მფლობელი ლიზინგის უფლებას მიიღებს), რომლის ამოწურვის შემდეგაც, კლიენტს ტრეიდ-ინით ახალი ავტომობილის გამოყვანის საშუალება ეძლევა.

Auto Bild

ოღონდ, სანამ პირველი კლიენტების შეკვეთების შესრულებას დაიწყებს, „ნიკოლა მოტორმა“ თავისი ქარხანა უნდა ააგოს და ის საჭირო დანადგარებით აღჭურვოს. მისთვის ადგილს კომპანია მომავალი წლის დასაწყისში შეარჩევს. გარდა ამისა, კომპანია ამერიკასა და კანადაში წყალბადით გასაწყობი სადგურების ქსელის შექმნასაც დაიწყებს. ამ ქსელში, ლიზინგით მოსარგებლე ნებისმიერი მფლობელი პირველი 1 000 000 მილის გასავლლად საჭირო საწვავს უფასოდ (!) მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ „ნიკოლა მოტორი“ უკვე მუშაობს One-ის უფრო ხელმისაწვდომ ვერსიაზე, რომელსაც Nikola Two დაერქმევა. სპეციალური სალიზინგო პროგრამა ამ ავტომობილისთვისაც ძალაში იქნება.
  • გაიცანით ქართველი გოგონა, რომელიც მსოფლიოს უდიდესი ნავთობკორპორაციის ფინანსური ანალიტიკოსია
  • რას გულისხმობს დიფერენცირებული პაკეტები, რომლებიც 1-ელი მაისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ამოქმედდება
  • როგორ უნდა განასხვავოთ ნაღების კარაქი მცენარეულისგან - ჩაინიშნეთ ეს წესები
  • დავით აღმაშენებელი ყველა დროის 10 საუკეთესო სამხედრო გენერალს შორის
  • 40-მილიონიანი ბიუჯეტის მქონე დანგრეული ტელევიზია - ფოტოები 'საზოგადოებრივი მაუწყებლიდან'
  • ევროპა გველოდება! - 30 ქვეყანა, სადაც ქართველები უვიზოდ წასვლას შეძლებენ
  • ბოლო დროის 10 ყველაზე მასშტაბური და ტრაგიკულად დასრულებული ხანძარი საქართველოში
  • საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული
  • მარტოხელა მოგზაურთა წარმოუდგენელი რეკორდები და ქართველი, რომელიც პლანეტის ყველაზე თავზეხელაღებულ მოლაშქრეთა შორის მოხვდა
  • ვინ არის მსოფლიოს ყველაზე "თავქარიანი" მილიონერი, რომელსაც ქართველები საქართველოში ქარხნის გახსნას თხოვენ - Tesla Motors-ის პროექტები
  • ყველაზე უხმაურო ავტომობილები - AUTO BILD-ის TOP 10
  • ჯიმი ტაბიძე: 'ურალის' მწვრთნელმა მითხრა, ახლავე ჩამოდი, ეს ორი დღეც არ დავკარგოთო
  • კიდევ ერთი რევოლუციური სატვირთო: წყალბად-ელექტრული გიგანტი 1000 ცხენით
  • ფიბა-მ ევრობასკეტი 2017-ის მატჩების დრო დანიშნა

  •  
      ქართულად  
    ძიება სხვა სისტემებში
    Google   Yahoo   Altavista   Yandex   Rambler  

      Copyright © 2003-2017 Directory.Ge Counter: 5788

    TBILISI ORGANIZATION DIRECTORY, Georgia ORGANIZATION DIRECTORY,companies,Company,Guide organizations in Georgia in the Caucasus, Directory of Organizations, Tbilisi streets directory, map, streets, address, phone, navigation, organization,organizations, Tbilisi map, tbilisi streets map, travel, travel in Georgia, travel in Tbilisi, ორგანიზაციები,ორგანიზაცია ორგანიზაციების ცნობარი, კომპანიები,კომპანია თბილისის სატელეფონო ცნობარი ტურიზმი სასტუმრო ბანკი მედიცინა თბილისი საქართველო ТБИЛИСИ ОРГАНИЗАЦИЯ КАТАЛОГ, Тбилиси улицы каталог, карта, улицы, адрес, телефон, навигация, организации, организации, карта Тбилиси, Тбилиси карту улицы, поездки, путешествия в Грузию, поездки в Тбилиси, ԹԲԻԼԻՍԻ ԿԱԶՄԱԿԵՐՊՈՒԹՅՈՒՆ ՏԵՂԵԿԱՏՈՒ, Թբիլիսիի փողոցներում ուղեցույցում, քարտեզ, փողոցներ, հասցեն, հեռախոսը, նավարկություն, կազմակերպության, կազմակերպությունների, Թբիլիսի քարտեզ, Թբիլիսիի փողոցների քարտեզը, ճանապարհորդական, ճանապարհորդական Վրաստանում, ճանապարհորդական Թբիլիսիում, TBİLİSİ TƏŞKİLAT DIRECTORY, Tbilisi directory, xəritəsi, küçə, ünvanı, telefon, navigation, təşkilat, təşkilatlar, Tbilisi map, Tbilisi küçələrində xəritəsi, səyahət, Gürcüstan, Tbilisi səyahət səyahət, küçələr TİFLİS ORGANİZASYON DİZİN, Tiflis rehberi, harita, sokak, adres, telefon, navigasyon, organizasyon, organizasyonlar, Tiflis harita, tbilisi sokaklarında harita, seyahat, Gürcistan, Tiflis seyahat seyahat, sokaklarda TBILISI organizzazione delle directory, Tbilisi strade directory, mappa, strade, indirizzo, telefono, navigazione, organizzazione, organizzazioni, mappa Tbilisi, Tbilisi mappa strade, viaggiare, viaggiare in Georgia, il viaggio a Tbilisi, ТБІЛІСІ ОРГАНІЗАЦІЯ КАТАЛОГ, Тбілісі вулиці каталог, карта, вулиці, адреса, телефон, навігація, організації, організації, карта Тбілісі, Тбілісі карту вулиці, поїздки, подорожі до Грузії, поїздки до Тбілісі, TIFLIS ORGANISATION DIRECTORY, Tiflis Straßen-Verzeichnis, Karte, Straßen, Anschrift, Telefon, Navigation, Organisation, Organisationen, Tiflis Karte, Tiflis Straßen Landkarte, Reise, Reise in Georgien, in Tiflis reisen, Tbilissi organisation du répertoire, Tbilissi rues répertoire, carte, rue, adresse, téléphone, navigation, l'organisation, les organisations, la carte de Tbilissi, Tbilissi carte rues, Voyage, Voyage en Géorgie, Voyage à Tbilissi, トビリシの組織のディレクトリ、トビリシ通りディレクトリ、マップ、道路、住所、電話番号、ナビゲーション、組織、団体、トビリシ地図、トビリシ街マップ、旅行、ジョージア州旅行、トビリシでの旅行 ბათუმის ცნობარი თბილისის ცნობარი საქართველოს ცნობარი ინტერნეტ მაღაზიების კატალოგი