header_new.gif
  FONT  

j.saxli7.jpg

სამკურნალო დიაგნოსტიკური კლინიკა “ჯანმრთელობის სახლი”

 j.saxli1.jpg

ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა

კაბინეტი აღჭურვილია უახლესი ციფრული, ფერადი, სამგანზომილებიანი აპარატებით.

j.saxli4.jpg

საქართველოში წამყვანი სპეციალისტები აწარმოებენ ყველა სახის ულტრაბგერით კვლევას:სამეანო (ორსულთა) გამოკვლევა სქესის დადგენით 10-11 კვირის ვადაზე, გინეკოლოგიური, მუცლის ღრუს ორგანოების (ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ელენთა, პანკრეასი), თირკმელების, შარდის ბუშტის წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის), სარძევე და ფარისებრი ჯირკვლების, სახსრების ექოსკანირებას (მოზრდილებში, ახალშობილებში მენჯ-ბარძაყის სახსრის თანდაყოლილი პათოლოგიების ადრეული დიაგნოსტიკა), სისხლძარღვთა დუპლექსსკანირებას, ნეიროსონოსკოპიას ახალშობილის თავის ტვინისა და მისი მკვებავი სისხლძარღვების გამოკვლევა ყიფლიბანდებიდან. ულტრაბგერითი კონტრასტული სალპინგოგრაფია. ულტრაბგერითი კვლევები წარმოებს როგორც ტრანსრექტალური მიდგომით.

j.saxli3.jpg

ლაბორატორია დაკომპლექტებულია უახლესი კომპიუტერული ტექნიკით. წარმოებს: ჰემატოლოგია-“BECTON DICKINSON”-ის ფირმის ჰემატოლოგიური ანალიზატორი “QBC AUTOREAD-PLUS”. კლინიკური ბიოქიმია (ღვიძლი, თირკმელი, გულ-სისხლძარღვთა სისტემა), “ROSHE DIAGNOSTICS”-ის ფირმის სრულიად ავტომატური ანალიზატორი – “REFLOTRON PLUS” იმუნოლოგია – ავტომატური ანალიზატორი “HYPERION” “HUMAN DIAGNOSTICS”-ის ფირმის შარდის ექსპრეს ანალიზატორი “COMBILYZER”.

 j.saxli2.jpg

 

ენდოკრინოლოგია

რენტგენის კაბინეტი

კარდიოტოკოგრაფია

აღნიშნული მეთოდი საშუალებას გვაძლევს მუცლად ყოფნის პერიოდში შევისწავლოთ ნაყოფის გულისცემა, ჟანგბადით მომარაგება და განვსაზღროთ საშვილოსნოს მდგომარეობა (ტონუსი).

გინეკოლოგია

ფიბროგასტროსკოპია

პროქტოლოგია

ანდროლოგია

უროლოგია

კლინიკაში ტარდება შარდკენჭოვანი დაავადებების დიაგნოსტიკა თანამედროვე ულტრაბგერითი აპარატურით. რენტგენოლოგიური გამოკვლევები-ინტრავენური უროგრაფიის ჩათვლით. ჭარმოებს ლაბორატორიული გამოკვლევების ფართო სპექტრი: მამაკაცებში პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიისა (ადენომა) და კიბოს დიაგნოსტიკა, როგორც ლაბორატორიული ტესტირებით (PSA), ასევე საეჭვო უბნის დამიზნებითი ბიოფსიით. საშარდე გზების ინფექციების კლინიკო-ლაბორატორიული და ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა მკურნალობის სრული პაკეტით.

მამოლოგია

რეპროდუქტოლოგია

ალერგოლოგია

რეაბილიტაციის კაბინეტი

ოფთალმოლოგია

სტაციონარი

ჩვენი კლინიკის სტაციონარული განყოფილებები – სამშობიარო, ოპერაციული გინეკოლოგია, ქირურგიული – განკუთვნილია მხოლოდ ქალებისათვის, რაც საშუალებას გვაძლევს შევუქმნათ პაციენტებს სრულიად განსხვავებული ფსიქოლოგიური კლიმატი: ერთსაწოლიანი პალატები, ინდივიდუალური სანიტარული კვანძაბითა და კომუნიკაციის ყველა საშუალებით, სრული უზრუნველყოფა მედიკამენტებით, პირადი მოხმარების საგნებით, სამჯერადი კვებით, ქმნის კომფორტს უმაღლესი დონის. სამშობიარო ბლოკი, ახალშობილთა პალატა, საოპერაციო ბლოკები, ინტენსიური თერაპიის პალატა, აღჭურვილია უცხოური წარმოების თანამედროვე აპარატურით. წარმატებით ტარდება ყველა სახის გინეკოლოგიური ოპერაციები როგორც ტრადიციული, ისე ლაპარასკოპიული მეთოდით: საშოსა და მუცლის წინა კედლის პლასტიკა. ოპერაციები სარძევე ჯირკვალზე.

ლაპარასკოპიული ქირურგია ნაღვლის ბუშტის, აპენდიციტის, თანდაყოლილი და პოსტოპერაციული თაქრების ქირურგიული მკურნალობა ტრადიციული და ლაპარასკოპიული მეთოდით, უცხოური წარმოების ბიოლოგიური ბადეების გამოყენებით. შტაციონარს ემსახურება გულისხმიერი, გამოცდილი, მაღალი კვალიფიკაციის მედ. პერსონალი. ყველაფერი ეს წარმატებული მკურნალობის გარანტია!

j.saxli5.jpg

ოპერაციული გინეკოლოგია: წარმოებს ყველა სახის გინეკოლოგიური ოპერაციები.

 

სისხლძარღვთა დუპლექსსკანირება

ეს არის მეთოდი, რომლის საშუალებითაც ერთდროულად ხდება სისხლძარღვების (არტერიების, ვენების) ულტრაბგერითი ვიზუალიზაცია რეალურ დროის რეჯიმში, ფერადი შეფასება და სპექტრალური დოპლეროგრაფიით ნაკადის რაოდენობრივი მაჩვენებლების ანალიზი. ეს კი საშუალებას იძლევა მაქსიმალური სიზუსტით დადგინდეს სისხლძარღვთა სხვადასხვა დაავადება: შევიწროება, ოკლუზია და სხვა და აგრეთვე, მათი გამომწვევი მიზეზები, როგორიცაა ათეროსკლეროზი, თრომბოზი და ა.შ.

კლინიკის ხელმძღვანელი: ამირან ქორიძე

“ჯანმრთელობის სახლი” დაკომლექტებულია მაღალკვალიფიციური სპეცილისტებით.

 

მისამართი: 0144, წინანდლის ქ. 9
ტელეფონები: 771905, 771906, 771907, 746504