header_new.gif
  FONT  

ჰეპა

ქართულ - ფრანგული ერთობლივი ჰეპატოლოგიური
კლინიკა

HEPA.jpg

ქართულ-ფრანგული ერთობლივი ჰეპატოლოგიური კლინიკა „ჰეპა“ გთავაზობთ ღვიძლის ინფექციური და არაინფექციური
დაავადებების დიაგნოსტიკას და მკურნალობას უახლესი მაღალტექნოლოგიური მეთოდებით.


კლინიკას ხელმძღვანელობენ პროფესორი თენგიზ ცერცვაძე და მსოფლიო ჰეპატოლოგიის ერთ-ერთი ლიდერი, ფრანგი
პროფესორი პატრიკ მარსელინი.


• ვირუსული ჰეპატიტები
• ღვიძლის აუტოიმუნური დაავადებები
• არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტი
• ალკოჰოლური სტეატოჰეპატიტი
• ღვიძლის მემკვიდრეობითი და ნივთიერებათა ცვლის მოშლით განპირობებული დაავადებები

 

hepa_Brushura-3.jpg

ლევან მჭედლიშვილი დირექტორი

 

კლინიკის ხელმძღვანელები:

hepa_Brushura-6.jpg

თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორი.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ინფექციურ დაავადებათა დეპარტამენტის სრული პროფესორი.

 

 

hepa_Brushura-7.jpg

პატრიკ მარსელინი

პარიზის უნივერსიტეტის ვირუსული ჰეპატიტების სამეცნიერო/კვლევითი ცენტრის
ხელმძღვანელი.
„Beaujon“ ჰოსპიტლის ჰეპატოლოგიის დეპარტამენტის დირექტორი.
პარიზი, საფრანგეთი.

 

ღვიძლის ინფექციურ და არაინფექციურ დაავადებათა დიაგნოსტიკა და მკურნალობა
უახლესი მაღალტექნოლოგიური მეთოდებით

• აშშ-სა და დასავლეთ ევროპის წამყვან ცენტრებში მომზადებული მაღალკვალიფიციური ექიმები და ლაბორანტები.
• მსოფლიო სტანდარტების დონის , მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა. მხოლოდ უმაღლესი ხარისხის სადიაგნოსტიკო ტესტსისტემები.
• კვლევის უახლესი მეთოდები, მაღალი სანდოობა და მკურნალობის თანამედროვე პრინციპები.
• A, B, C, D, E ვირუსული ჰეპატიტების, ღვიძლის აუტოიმუნური დაავადებების, ღვიძლის გენეტიკური და ნივთიერებათა ცვლის მოშლით განპირობებული დაავადებების დიაგნოსტიკა იმუნოფერმენტული ანალიზის, იმუნოფლუორესცენტული ანალიზის, იმუნობლოტინგის და სხვა თანამედროვე მეთოდებით.
• ღვიძლის ფიბროზისა და ციროზის დიაგნოსტიკა უახლესი, ყველაზე ზუსტი და საიმედო არაინვაზიური მეთოდით - ელასტოგრაფიით. ფრანგული წარმოების უნიკალური აპარატის - ფიბროსკანის გამოყენებით.
• ღვიძლის ფიბროზის/ციროზის, ანთების აქტივობის, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტის/ ჰეპატოზის დიაგნოსტირება ფიბროტესტისა და ფიბრომაქსის საშუალებით.
• სისხლში B და C ჰეპატიტების ვირუსების დნმ/რნმ-ის რაოდენობრივი და თვისობრივი განსაზღვრა მყისიერი (real-time) პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდით, მსოფლიოში საუკეთესო COBAS Taq Man
ანალიზატორის საშუალებით.
• B და C ჰეპატიტების გენოტიპების და სუბტიპების განსაზღვრა შებრუნებითი ჰიბრიდიზაციის მეთოდით Linear array და Inno LIPA სისტემების გამოყენებით.
• ღვიძლის ფუნქციური ტესტების და სხვა ბიოქიმიური მაჩვენებლების განსაზღვრა მსოფლიოში საუკეთესო ავტომატური ბიოქიმიური ანალიზატორის COBAS INTEGRA 400 PLUS საშუალებით.
• მუცლის ღრუს ორგანოების ულტრაბგერითი გამოკვლევა.
• გასტროფიბროსკოპია.

 

 

ღვიძლის ფიბროზი/ციროზი

• ღვიძლის ფიბროზი/ციროზი B და C ჰეპატიტების, აგრეთვე ღვიძლის სხვა ინფექციური და არაინფექციური დაავადებების ყველაზე ხშირი და სერიოზული გართულებაა.
• ღვიძლის ფიბროზი/ციროზის განვითარების ხელშემწყობი ფაქტორებია: ჰიპერლიპიდემია, შაქრიანი დიაბეტი, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება და სხვა.
• ღვიძლის ფიბროზი/ციროზი აღენიშნებათ ქრონიკული B და C ჰეპატიტით ავადმყოფთა ნახევარს, ალკოჰოლის მომხმარებელთა 10%-ს და შაქრიანი დიაბეტით ავადმყოფთა 8%-ს.
• ღვიძლის ფიბროზი/ციროზის პრევალენტობა ზოგად მოსახლეობაში (მთლიან პოპულაციაში) დაახლოებით 3%-ია.
• ღვიძლის ფიბროზი/ციროზი წლების მანძილზე უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ავადმყოფთა უმრავლესობამ არ იცის ამის შესახებ.
• ბოლო წლებში მოწოდებულია ღვიძლის ფიბროზი/ციროზის უახლესი, არაინვაზიური (უსისხლო) სადიაგნოსტიკო მეთოდები-ღვიძლის ელასტოგრაფია ფიბროსკანით და ფიბროტესტი/ფიბრომაქსი, რომლებიც საშუალებას იძლევა მოკლე დროში მარტივი, უმტკივნეულო პროცედურით არა მარტო დაისვას ღვიძლის ფიბროზი/ციროზის დიაგნოზი, არამედ
ზუსტად შეფასდეს ღვიძლის ფიბროზი/ციროზის ხარისხი და მოსალოდნელი გართულებების რისკი.
• სასურველია ყველა პიროვნებამ, ვისაც აქვს ღვიძლის რომელიმე ინფექციური თუ არაინფექციური დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერლიპიდემია, ჭარბი რაოდენობით მოიხმარს ალკოჰოლს, არის ნარკოტიკის მომხმარებელი, ან აქვს ღვიძლის ფიბროზი/ციროზის განვითარების რომელიმე სხვა რისკ-ფაქტორი, ჩაიტაროს გამოკვლევა ფიბროსკანით და/ან ფიბროტესტი/ფიბრომაქსით.
• ქართულ-ფრანგული ერთობლივი ჰეპატოლოგიური კლინიკა ,,ჰეპა” გთავაზობთ ღვიძლის ფიბროზი/ციროზის დიაგნოსტიკას უახლესი, მაღალტექნოლოგიური არაინვაზიური მეთოდებით-ღვიძლის ელასტოგრაფიით, ფრანგული წარმოების უნიკალური აპარატის-ფიბროსკანის გამოყენებით და/ან ფიბროტესტით და ფიბრომაქსით.

 

პირველად საქართველოში, ყოფილი საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში

ღვიძლის ელასტოგრაფია
ფიბროსკანით

ღვიძლის ფიბროზისა და ციროზის სადიაგნოსტიკო უახლესი, ყველაზე ზუსტი და
საიმედო არაინვაზიური მეთოდი

მეთოდი დამყარებულია შემდეგ პრინციპზე: ულტრაბგერითი სენსორის საშუალებით იზომება ღვიძლის ქსოვილში მექანიკური ტალღის გავრცელების სიჩქარე, რის მიხედვითაც ისაზღვრება ღვიძლის სიხისტე და ფიბროზის/ციროზის ხარისხი.

hepa_Brushura-14 copy.jpg

გარდა ღვიძლის ფიბროზისა და ციროზის დიაგნოსტიკისა, ღვიძლის ელასტოგრაფია საშუალებას იძლევა, მოვახდინოთ დაავადების სიმძიმის შეფასება და ღვიძლის ციროზის ისეთი გართულებების პროგნოზირება, როგორიცაა პორტული ჰიპერტენზია, საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაგანიერება, მოსალოდნელი სისხლდენა საყლაპავის ვენებიდან, ასციტი (სითხე მუცლის ღრუში), ღვიძლის უკმარისობა, ღვიძლის პირველადიკიბო (ჰეპატოცელულური კარცინომა) და სხვა.

ფიბროტესტი და ფიბრომაქსი

ღვიძლის ფიბროზის/ციროზის, ანთების
აქტივობის, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური
ჰეპატიტის/ჰეპატოზის სადიაგნოსტიკო
უახლესი არაინვაზიური მეთოდი

მეთოდი დამყარებულია შემდეგ პრინციპზე: ისაზღვრება სისხლში ღვიძლის ფიბროზის/ციროზის, ანთების აქტივობის, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური ჰეპატიტის/ჰეპატოზის სხვა და სხვა სეროლოგიური მარკერები და შემდეგ ხდება მიღებული მონაცემების კომპიუტერული დამუშავება სპეციალური პროგრამით.

შედეგად ვიღებთ ზუსტ ინფორმაციას გრაფიკული და ციფრული სახით ღვიძლის ფიბროზის/ციროზის ხარისხის, ანთების აქტივობის, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური ჰეპატიტის/ჰეპატოზის და ღვიძლის ცხიმოვანი დაზიანების სიმძიმის შესა ფასებლად.

 

B და C ჰეპატიტის ვირუსების რაოდენობრივი
განსაზღვრა რეალური დროის (მყისიერი)
პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდით

TaqMan HBV და HCV ტექნოლოგია დაფუძნებულია მყისიერი პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (პჯრ) პრინციპზე. სადღეისოდ ეს არის მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე, ზუსტი და მაღალტექნოლოგიური მეთოდი, რომელიც საშუალებას იძლევა გამოვლინდეს სისხლში ვირუსის გენეტიკური მასალის (დნმ/რნმ) მინიმალური რაოდენობა და ზუსტად (ერთეულის სიზუსტით) განისაზღვროს ვირუსის კონცენტრაცია (ვირუსული დატვირთვა) სისხლის ერთეულში.

ტრადიციულ პჯრ-სთან შედარებით ეს მეთოდი გამოირჩევა გაცილებით უფრო მაღალი სპეციფიურობითა და მგრძნობელობით. იგი საშუალებას იძლევა გამოვლენილ იქნას ვირუსის მინიმალური რაოდენობაც (ერთეული ვირუსი) კი და ამავე დროს განისაზღვროს ვირუსის კონცენტრაცია ძალზე დიდ დიაპაზონში, გაცილებით მოკლე დროში.

ვირუსული დატვირთვის განსაზღვრა მყისიერი პჯრ მეთოდით ყველაზე საიმედო და საუკეთესო მარკერია B და C ჰეპატიტის მკურნალობის საჭიროების განსაზღვრისათვის, მკურნალობის ეფექტურობის მონიტორინგისთვის და სრული განკურნების შესაფასებლად.

hepa_Brushura-15.jpg

B და C ჰეპატიტის ვირუსების გენოტიპების
და სუბტიპების განსაზღვრა შებრუნებითი
ჰიბრიდიზაციის მეთოდით

B და C ჰეპატიტის ვირუსების გენეტიკური ტიპების და სუბტიპების განსაზღვრა დაფუძნებულია უკუ ანუ შებრუნებითი ჰიბრიდიზაციის პრინციპზე. ეს ურთულესი, მაღალტექნოლოგიური მეთოდი საშუალებას იძლევა ვირუსის ნუკლეოტიდური თანმიმდევრობის და მათში სხვადასხვა მუტაციების არსებობის გათვალისწინებით განისაზღვროს C ჰეპატიტის ვირუსის 6 ძირითადი ტიპი და მათი სუბტიპები. აგრეთევე B ჰეპატიტის ვირუსის 8 ძირითადი ტიპი.

B და C ჰეპატიტის ვირუსების გენეტიკური ტიპი უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელია მკურნალობის ოპტიმალური
ტაქტიკისა და ხანგრძლივობის შესარჩევად, აგრეთვე ანტივირუსული მკურნალობის ეფექტურობის პროგნოზისათვის.

 

hepa_Brushura-13.jpg
ლალი შარვაძე
ექიმი ინფექციონისტი მედიცინის დოქტორი

ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტის პროფესორი.
1999 - 2007 წლებში გაიარა მომზადება აივ ინფექცია/შიდსის, ვირუსული ჰეპატიტების და სხვა ინფექციური დაავადებების დარგში ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში
(ქ. ბალტიმორი, აშშ), ემორის უნივერსიტეტში, ქ. ატლანტა, აშშ. ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში (ქ. სიეტლი, აშშ) და ალაბამას უნივერსიტეტში (ქ. ბირმინჰემი, აშშ).

1996- 1997 წლებში პროფესორ თენგიზ ცერცვაძესთან ერთად პირველად ევროპასა და ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში საქართველოში დანერგა ქრონიკული B ჰეპატიტის მკურნალობა ლამივუდინით. აქვს მრავალწლიანი გამოცდილება შიდსისა და ვირუსული ჰეპატიტების თანამედროვე პრინციპებით დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დარგში.

არის ასამდე სამეცნიერო პუბლიკაციის და ოთხი მონოგრაფიის ავტორი. მის მიერ შემუშავებულია ხუთი ნაციონალური გაიდლაინი, მათ შორის C ჰეპატიტის მართვის ნაციონალური გაიდლაინი.

არის ღვიძლის დაავადებათა შემსწავლელი ევროპული ასოციაციის წევრი. სისტემატურად მონაწილეობს საერთაშორისო კონგრესებისა და კონფერენციების მუშაობაში.

 

hepa_Brushura-11.jpg
მაია ჟამუტაშვილი

ექიმი ინფექციონისტი. მედიცინის დოქტორი

2003 წელს გაიარამომზადება ჰეპატოლოგიის საკითხებში ქ. მოსკოვში, რუსეთი.
არის ქვეყნის ერთერთი წამყვანი სპეციალისტი ინფექციურ სნეულებათა დარგში. აქვსმრავალწლიანი გამოცდილება ღვიძლის ინფექციური და არაინფექციური დაავადებების მართვის საკითხებში. სრულყოფილად ფლობს ღვიძლის დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს. არის 40-მდე სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი.
არის ღვიძლის დაავადებათა შემსწავლელი ევროპული ასოციაციის წევრი. სისტემატურად მონაწილეობს საერთაშორისო კონგრესებისა და კონფერენციების მუშაობაში.

 

hepa_Brushura-12.jpg
მარიამ სვანიძე

ექიმი ინფექციონისტი.

2003-2006 წლებში გაიარა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის რეზიდენტურის კურსი ინფექციურ სნეულებებში.
2006-2007 წლებში გაიარა მომზადება აივ ინფექცია/შიდსისა და ვირუსული ჰეპატიტების დარგში ქ. მონპელიეში (საფრანგეთი), ქ.ზალცბურგში (ავსტრია)
და ქ.ჰაიფაში (ისრაელი).

 

hepa_Brushura-10.jpg
მარიკა ქარჩავა

ექიმი ლაბორანტი.
მოლეკულური დიაგნოსტიკის მეთოდები.
ამერიკის ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტების ფოგარტის საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტი.

2003-2005 წლებში მუშაობდა ნიუ იორკის შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტის ვოდსვორსის ცენტრის ვირუსულ დაავადებათა დიაგნოსტიკის და ზედამხედველობის რეფერენს ლაბორატორიაში.


2002-2007 წწ პირველად ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში და/ან საქართველოში შეიმუშავა და დანერგა ვირუსული ჰეპატიტების და სხვა ინფექციურ დაავადებათა მოლეკულური დიაგნოსტიკის უახლესი მაღალტექნოლოგიური მეთოდები: C ჰეპატიტის ვირუსის გენოტიპირება შებრუნებითი ჰიბრიდიზაციის მეთოდით. სისხლში ვირუსის/ბაქტერიის რნმ/დნმ თვისობრივი და რაოდენობრივი განსაზღვრა მყისიერი (real-time) პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდით. ანტივირუსული პრეპარატების მიმართ ვირუსთა რეზისტენტობის განსაზღვრა სექვენირების მეთოდით და სხვა. ზოგირთი ეს მეთოდი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან დღემდე მხოლოდ საქართველოში სრულდება.

 

hepa_Brushura-9.jpg
ლანა გაწერელია

ექიმი ლაბორანტი.
მოლეკულური დიაგნოსტიკის მეთოდები.

ამერიკის ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტების ფოგარტის საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტი.

2005-2006 წლებში მუშაობდა ნიუ იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვორდსვორდის ცენტრის ვირუსთა გენოტიპირების ლაბორატორიაში.

2007 წელს პირველად საქართველოში შეიმუშავა და დანერგა B ჰეპატიტის ვირუსის გენოტიპირება შებრუნებითი ჰიბრიდიზაციის მეთოდით.

 

hepa_Brushura-8.jpg
ნინო ნიჟარაძე
ექიმი ლაბორანტი.
კლინიკური ბიოქიმია, კლინიკური დიაგნოსტიკა.
მედიცინის დოქტორი.

პირველად საქართველოში შეიმუშავა და დანერგა ღვიძლის ფიბროზის/ციროზის, ანთების აქტივობის, ალკოჰოლური და არა ალკოჰოლური ჰეპატიტების/ჰეპატოზის სადიაგნოსტიკო უახლესი არაინვაზიური მეთოდი - ფიბროტესტი და ფიბრომაქსი.

 

 

hepa_Brushura-5-1.jpg
ეკატერინე დოლმაზაშვილი
ექიმი.
ღვიძლის ელასტოგრაფია.
პირველად საქართველოში, ყოფილი საბჭოთა კავშირის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში აითვისა და დანერგა ღვიძლის ფიბროზისა და ციროზის სადიაგნოსტიკო უახლესი, ყველაზე ზუსტი და საიმედო არაინვაზიური
მეთოდი-ღვიძლის ელასტოგრაფია ფრანგული წარმოების უნიკალური აპარატის-ფიბროსკანის გამოყენებით.

2007 წელს გაიარა მომზადება ქ. პარიზში, საფრანგეთი, ღვიძლის ელასტოგრაფიის მეთოდის ასათვისებლად. აქვს შესაბამისი სერთიფიკატი.

 

hepa_Brushura-4.jpg
აკაკი აბუთიძე
ექიმი.
ღვიძლის ელასროგრაფია.
პირველად საქართველოში, ყოფილი საბჭოთა კავშირის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში აითვისა და დანერგა ღვიძლის ფიბროზისა და ციროზის სადიაგნოსტიკო უახლესი, ყველაზე ზუსტი და საიმედო არაინვაზიური მეთოდი-ღვიძლის ელასტოგრაფია ფრანგული წარმოების უნიკალური აპარატის ფიბროსკანის გამოყენებით.

2007 წელს გაიარა მომზადება ქ. პარიზში, საფრანგეთი, ღვიძლის ელასტოგრაფიის მეთოდის ასათვისებლად. აქვს შესაბამისი სერთიფიკატი.

hepa_Brushura-1.jpg

მისამართი:
ლიუბლიანას ქ. 18/20. ქ. თბილისი, 0159.
აკად. ოთარ ღუდუშაურის სახ. ეროვნული სამედიცინო ცენტრის მე-3 სართული.
ტელ/ფაქსი: (995 32) 540855/50.

www.hepaclinic.com info@hepaclinic.com