FONT  

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის
გ.ჟვანიას სახ . კლინიკა

ყოფილი ბავშვთა № 2 საავადმყოფო
ქვეყნის ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ფლაგმანია

იგი აღჭურვილია უახლესი სამედიცინო ტექნიკური საშუალებებით აშშ - დან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ისრაელიდან - რაც საუნივერსიტეტო კლინიკის ჩამონათვალი ქვეყნების წამყვან სამედიცინო დაწესებულებებთან ურთიერთობების შედეგია.

საავადმყოფოში ფუნქციონირებს: ახალშობილთა, გადაუდებელი, ჩირქოვანი, ნეირო, თვალის, ყბა - სახის, ყელ - ყურ - ცხვირის, ენდოსკოპიური, თორაკალური ქირურგიების, ორთოპედია - ტრავმატოლოგიის, ანესთეზია - რეანიმაციის, ინტენსიური თერაპიის, ენდოკრინოლოგიის, ნეონატოლოგიის, ობსერვაციის, ნეფროლოგიის, კარდიორევმატოლოგიის, ჰემატოლოგიის, ფსიქონევროლოგიის, კარდიოქირურგიის, ჩვილ და მოზრდილ ბავშვთა პედიატრიული განყოფილებები, დღის სტაციონალი და სხვა.

კლინიკის ჰისტომორფოლოგიურ, კლინიკურ, ბიოქიმიურ, ბაქტერიოლოგიურ, გენეტიკურ, იმუნოლოგიურ ლაბორატორიებში წარმოებული გამოკვლევების ხარისხი - მარალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ უზუსტესი ტექნიკის გამოყენების საფუძველზე - გარანტირებულია.

აპარატული დიაგნოსტიკის განყოფილებაში წარმოებს ყველა სახის ექოლოკაციური კვლევა: გულის, მუცლის ღრუს ორგანოების, თირკმელების, ფარისებრი ჯირკვლების, ინვაზიური და დამიზნებითი ბიოქსიები. ტარდება: ექოენცეფალოსკოპია, ელექტოენცეფალოგრაფია, რენტგენოგრაფია, ეზოფაგო - გასტროდუოდენოსკოპია, კოლონოსკოპია, ბრონქოსკოპია, თორაკოსკოპია, ლაპარასკოპია.

კლინიკაში ფუნქციონირებს: ანტირაბიული, სისხლის გადასხმის, სტომატოლოგიური კაბინეტები. ბავშვთა სასწრაფო დახმარების სამსახური “9444”, აფთიაქი - რომელიც უზრუნველყოფს პაციენტთა ყველა სახის მედიკამენტებით მომარაგებას, კვების ბლოკი, ცენტრალური გათბობა, საავარიო ელექტრომომარსგება, საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირი.

უახლესი სამედიცინო ტექნიკითაა აღჭურვილი კლინიკის 6 საოპერაციო, ანესთეზიოლოგიური, მოზრდილთა და ახალშობილთა რეანიმაციული და ინტენსიური თერაპიის განყოფილებები.

კლინიკაში მუშაობს 10- ზე მეტი აკადემიკოსი და პროფესორი , 40- მდე დოცენტი და მედიცინეს მეცნიერებათა კანდიდატი , უმაღლესი კატეგორიის მაღალკვალიფიცირებული და საშუალო მედპერსონალი . მრავალი წელია მოღვაწეობენ პედიატრები : მ . ჟვანია , ი . ციციშვილი , გ . ჩახუნაშვილი, ნ . უბერი , , დ . ტაბუცაძე ; ენდოკრინოლოგები : ზ . სეხნიაშვილი , მ . გორდელაძე , თ . ჩანტლაძე ; ნევროპათოლოგები : გ . ნატროშვილი , ნ . გელაძე ; ჰემატოლოგი : მ . კვეზერელი-კოპაძე: ქირურგები : რ . კუტუბიძე , გ . დავითაია , ი . სამხარაძე , პ . დოლიძე , გ . ყიფიანი , გ . გაბუნია ; ორთოპედი : ო . ობგაძე ; ნეფროლოგები : გ . ჩიტაია , დ . კვირკველია ; თორაკალისტი : ვ . წულეისკირი ; ნეიროქირურგი : გ . ჭაჭია ; ოფთალმოლოგები : დ . შენგელია , ვ . გოგიშვილი ; ოტოლარინგოლოგები : ბ . მაჭავარიანი , მ . ლომაია ; ყბა - სახის ქირურგები : ზ . ვადაჭკორია , ნ . ხვედელიანი ; ენდოსკოპისტი : მ . ბუაძე ; ექოსკოპისტი : ზ. ზარნაძე - და კიდევ მრავალი შესანიშნავუ პროფესიონალი .

ბავშვთა დაავადების მკურნალობის ახალი მეთოდები კლინიკაში ინერგება თანამედროვე სამედიცინო მიღწევების დონეზე - რაშიც დიდ როლს თამაშობენ უცხოეთიდან პერიოდულად საავადმყოფოში ჩამოსული მსოფლიოში ცნობილი სპეციალისტები .

კლინიკის ათეულობით ექიმმა სტაჟირება გაიარა გერმანიის , საფრანგეთის , ისრაელის , აშშ - ის წამყვან პედიატრიულ ცენტრებში . ბევრს მათ შორის აქვს საერთაშორისო სერტიფიკატი .

დაწესებულების არქივების , სტატისტიკის , მართვის სისტემები კომპიუტერიზირებულია , ჩართულია ინტერნეტში . ინერგება ტელემედიცინა . იხსნება საინფორმაციო ცენტრი , რომელიც ტელეფონით მიაწვდის თბილისისა და რეგიონების მოსახლეობას სასურველ სამედიცინო ინფორმაციას .

თსსუ პედიატრიულ კლინიკაში ბავშვების მკურნალობა ძირითადად ფინანსირდება სახელმწიფო სადაზღვევო კომპანიისა და სადაზღვევო ფონდის მიერ.

საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ თსსუ პედიატრიულ კლინიკაში - სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფინანსდება 25 მძიმე , ქრონიკულად მიმდინარე დამაინვალიდებელი დაავადება ( დიაბეტი , ბარძაყის თანდაყოლილი ამოვარდნილობა , იუვენილური ართრიტი , ქრონიკული ოსტეომიელიტი , ჰემოლიზური ანემიები და სხვ .) და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშთა სამთავრობო და არასამთავრობო სახლების აღსაზრდელთა ღრმა სამედიცინო შემოწმებები ადგილზე , მათი სტაციონალური მკურნალობა და კვება.

ავადმყოფთა ამბულატორიულ დახმარებას ანხორციელებს მიმღები განყოფილება.

 

საავადმყოფოში ყოველი შაბათი 10 წელია ღია კარის დღედ არის გამოცხადებული.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მისამართი: ლუბლიანას 21,
ტელ:. (995-32) 529984, 529002